მიხეილ ყაველაშვილი აშშ-სთან ურთიერთობის აღდგენაზე: როცა ვამბობთ, რომ ჩვენ მზად ვართ, გულწრფელები ვართ, უნდა ვეძებოთ, სად გადაიკვეთება ჩვენი ინტერესები ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთნდობაზე - ეს პროცესი დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
16 16 მარტი 2026, 01:31

როცა ვამბობთ, რომ ჩვენ მზად ვართ, გულწრფელები ვართ, ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვეძებოთ, სად გადაიკვეთება ჩვენი ინტერესები ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთნდობაზე, ეს პროცესი დაიწყო, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენაზე საუბრისას გადაცემაში „იმედის კვირა“.

მან ისაუბრა გაეროში ვიზიტისას და მილანში ზამთრის ოლიმპიადის გახსნისას აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის დროს ამერიკული მხარის მიერ გამოხატულ დამოკიდებულებაზე.

„ძალიან ღიად ვსაუბრობთ ამ თემასთან დაკავშირებით - როცა გვქონდა შესაძლებლობა მოკლე ურთიერთობებისა, გულწრფელები ვართ და მათაც იგივეს ვესაუბრებით. როცა გაეროში ვიყავი ვიზიტით, მაშინ მქონდა გასაუბრების საშუალება, იდენტურია მათი პასუხი - არსებული ადმინისტრაციის, რომ მათ სჭირდებათ დრო, მუშაობენ ამ საკითხზე, აუცილებლად დაგვიბრუნდებიან და შეძლებენ ურთიერთობების დაწყებას. უფრო მეტი ინფორმაცია საზოგადოებამ იცის, როცა მე მილანში ვიმყოფებოდი და სახელმწიფო მდივანთან და ვიცე პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან გასაუბრების საშუალება მქონდა, იქაც იგივე პასუხი იყო. ასევე იყო საპარლამენტო დელეგაციის წარმატებული ვიზიტი კონგრესში და იქაც იგივე დამოკიდებულებაა, იგივე პროცესი მიმდინარეობს.

რატომ? - ეს ხომ იცის ჩვენმა საზოგადოებამ. გვახსოვს არსებულ ადმინისტრაციამდე როგორი დამოკიდებულება იყო. მაშინდელი პრესსპიკერი საქართველოთი იწყებდა [ბრიფინგებს], გამჭვირვალობის კანონთან მიმართებაში და ასე შემდეგ. ეს ჯგუფი ნელ-ნელა დაიშალა.

გახსოვთ, როცა ჩვენ USAID -ის ქმედებები ვამხილეთ, მერე თავად მოახდინეს განეიტრალება ამ ორგანიზაციების და ჩვენზე მეტი მათ ისაუბრეს კორუფციაზე, მათ ქმედებებზე, რომ შეეცვალათ სხვა ქვეყნებში ხელისუფლებები. მათი [ამჟამინდელი ადმინისტრაციის] გზავნილი პირდაპირ არის, რომ „ჩვენ არ გვჭირდება არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩვენ პირდაპირ დაველაპარაკებით სხვა ქვეყნების ხელისუფლებებს“. ეს ამჟამინდელი ადმინისტრაციის საერთო გზავნილია.

ეს ჩვენი მოთხოვნაც არის - ჩვენ რას ვითხოვთ მთელი ამ წლების განმავლობაში. ამიტომ ვართ ჩვენ მომზადებული - როცა ვამბობთ, რომ ჩვენ მზად ვართ, გულწრფელები ვართ და ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა ვეძებოთ, სად გადაიკვეთება ჩვენი ინტერესები ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთნდობაზე, ეს პროცესი დაიწყო“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ტენდენციაზე, მათ შორის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის წარმატებაზე რადიკალური ჯგუფების თავდასხმის შეფასებისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს არის მაგალითი, რომ ისინი არა თავის სახელმწიფოზე ფიქრობენ, არამედ დავალებას ასრულებენ.

„ან იმდენად გაქვს დახშული გონება, რომ ეს შენთვის არაფერს ნიშნავს, უბრალოდ, გინდა, რომ ეს ხელისუფლება მოიშორო ყველაფრის ფასად - „დაიღუპოს, განადგურდეს, ყველაფერი დაემართოს ჩემს ქვეყანას, ოღონდ მე მოვიდე ხელისუფლებაში“. ისინი ვეღარ შეიცვლებიან, მათთვის დამანგრეველია ჩვენი [საქართველო-აშშ-ის] ურთიერთობის აღდგენა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ ყაველაშვილი: რადიკალური ფრთა ხომ ერთი და იგივე სახელებია დაახლოებით 15-20 წელია, არც იცვლებიან. ისინი არიან მარტო სახელებით, გვარებით და პასპორტით ქართველი ადამიანები, დანარჩენი არაფერი სცხიათ ამ ქვეყნისა იმდენად დეგრადირდნენ
გია აბაშიძე: ვითომ „არალეგიტიმური“ პრეზიდენტ ყაველაშვილის მეუღლე, თამარ ბაგრატიონი, მელანია ტრამპის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს აშშ-ში, გლობალურ სამიტში „ერთად უკეთესი მომავლისთვის“. თვითმოტყუებულ ნაცსექტაში რა ხდება?
მიხეილ ყაველაშვილი: ვერ დამისახელებთ ვერც ერთ აქციას, რომელიც მშვიდობიანი იყო და ძალადობით ჩაახშო ხელისუფლებამ. გამორიცხულია, არ არსებობს და ეს ხომ სიმართლეა, ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება
მიხეილ ყაველაშვილი - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მოისმინა ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია, პასუხს ვერ სცემდა, როცა ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, ადამიანების უფლებებზე, ჩვენ ფაქტებით ვართ გაჯერებული
მიხეილ ყაველაშვილი - ამ ქაოსში, რაშიც დღეს მსოფლიოა, საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელსაც ჰქონდა გათვლილი, როგორ მოქცეულიყო, შეენარჩუნებინა მშვიდობა, განევითარებინა ქვეყანა
არქივი