„ოსკარის“ გამარჯვებულები დასახელდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 16 მარტი 2026, 09:02

ლოს-ანჯელესში კინოაკადემიის პრემიის გადაცემის 98-ე ცერემონია გაიმართა.

წლის საუკეთესო ფილმი რეჟისორ პოლ თომას ანდერსონის „ბრძოლა ბრძოლის შემდეგ“ გახდა. რეჟისორმა სურათისთვის კიდევ ორი ჯილდო მიიღო - როგორც რეჟისორმა და როგორც საუკეთესო ადაპტირებული სცენარის ავტორმა.

შონ პენი „ბრძოლა ბრძოლის შემდეგში“ შესრულებული როლისთვის მეორე პლანის საუკეთესო მსახიობ კაცად დასახელდა. ფილმმა ასევე მიიღო „ოსკარი“ საუკეთესო ქასთინგისთვის - ეს ახალი ნომინაციაა.

ნომინაციაში „საუკეთესო ორიგინალური სცენარი“ გაიმარჯვა რაიან კუგლერმა („ცოდვილები“). მეორე პლანის საუკეთესო მსახიობი ქალი კი ემი მედიგანი გახდა, ფილმისთვის „იარაღები“.

„ოსკარი“ კაცის საუკეთესო როლისთვის მაიკლ ბი ჯორდანს გადაეცა, რომელმაც „ცოდვილებში“ ითამაშა. საუკეთესო მსახიობი ქალი კი ჯესი ბაკლი გახდა ფილმში „ჰამნეტი“ შესრულებული როლისთვის.

„ქეი-პოპ დემონებზე მონადირეებმა“ 2 „ოსკარი“ მიიღეს - საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმისთვის და საუკეთესო სიმღერისთვის (Golden).

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი