48
16 მარტი 2026, 09:29
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია დღეს მორიგ სხდომას გამართავს. კომისიის წევრები მსხვილი საცალო ქსელების ოპერატორებს შეხვდებიან და მათთან ერთად ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესებს განიხილავენ.
კომისია, სურსათის ფასის კორექტირებასთან დაკავშირებით, შესაბამის დასკვნას მოამზადებს. მოკლევადიან პერიოდში რეალური შედეგის მიღებისა და სექტორის გაჯანსაღების მიზნით, შესაბამისი ინსტიტუციური ჩარჩოს შესაქმნელად, დასკვნაში კონკრეტული გეგმა და რეკომენდაციები იქნება მოცემული. დღევანდელი სხდომის შემდეგ კომისია მუშაობას დაიწყებს მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის ჯაჭვის შესასწავლად.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |