პრემიერი: სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ამოცანაა საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და ახალ, მაღალმხარჯველუნარიან საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 16 მარტი 2026, 11:24

სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ამოცანაა საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და ახალ, მაღალმხარჯველუნარიან საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბაზრების დივერსიფიკაცია სტაბილურობისა და გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის მთავარი გარანტია.

„მთავარ გამოწვევად რჩება მიწების ფრაგმენტაცია, ტექნოლოგიების სიმწირე და დაბალი პროდუქტიულობა. ამ გამოწვევების დაძლევის გზაზე სახელმწიფო ბიზნესის მთავარი პარტნიორია. აგროკრედიტების სუბსიდირების პროგრამამ უკვე გამოიღო ხელშესახები შედეგი - 2018 წლის შემდეგ სექტორის მთლიანი გამოშვება თითქმის გაორმაგდა; თუმცა წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს.

ცალკე უნდა გამოვყოთ ექსპორტის მიმართულება. დღეს საგარეო გაყიდვები 4.5 მილიარდ ლარს შეადგენს. ეს მნიშვნელოვანი ციფრია, თუმცა რეალობა ისაა, რომ ექსპორტი ძირითადად რამდენიმე პროდუქტს ეყრდნობა. სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ამოცანაა საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და ახალ, მაღალმხარჯველუნარიან საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება. ბაზრების დივერსიფიკაცია ჩვენი სტაბილურობის და გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის მთავარი გარანტია. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დისკუსია ამ და სხვა საკითხებზე კონკრეტულ ნაბიჯებად გადაიქცევა და როგორც მთავრობას, ისე ბიზნესს კიდევ უფრო ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„კარფურის" გენერალური დირექტორი: „რიბეითებს“, ანუ ფასდათმობას ვიყენებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება შევამციროთ პროდუქციის ფასი, რათა გავხადოთ ჩვენი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი
„კარფურის“ გენერალური დირექტორი: საქონლის წარმოჩენის გარკვეულ საფასურს, ცხადია, იხდის დისტრიბუტორი და მწარმოებელი, რადგანაც, ეს არის ბიზნესი, რომელიც გულისხმობს საქონლის რეალიზაციას
შალვა პაპუაშვილი - მთავარი მაქინაცია, რასაც სჩადის დღეს ბრიუსელი, არის ცრუ ბრალდებები, საერთაშორისო სასამართლოებში, სადაც კი საქართველოს დაუპირისპირდნენ, ყველგან დამარცხდნენ
დავით ქართველიშვილი: საქართველო, შესაძლოა, დამკვიდრდეს არა მხოლოდ რეგიონულ მიმართულებად, არამედ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ალტერნატიულ ტურისტულ ჰაბად ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიას შორის
შალვა პაპუაშვილი: ქართული პასპორტის მქონე „ისფედის“ თანამშრომლები წერენ „დანოსებს“, ბრიტანეთის მთავრობას აბარებენ ანგარიშს, რომ ნახეთ უფროსო, „იმედი“ და POSTV არ იხურება, ვინაიდან ნახეს გამოსავალი რათა გადარჩნენ და თავი დაიცვან თქვენგან
არქივი