პრემიერი: ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ სოფელს მოდერნიზაციაში, მათ შორის, ძლიერი, ტექნოლოგიურად გამართული და ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 16 მარტი 2026, 11:29

ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ სოფელს მოდერნიზაციაში, მათ შორის, ძლიერი, ტექნოლოგიურად გამართული და ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან დასაფასებელია სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის შექმნა, რომელიც პროდუქტიულობის, ფასებისა და ინვესტიციების მაჩვენებლებით, იძლევა ნათელ სურათს, სად არის პროგრესი და სად არის საჭირო მეტი მუშაობა.

„უპირველეს ყოვლისა, მადლობას ვუხდი „გალტ ენდ თაგარტს“ სექტორისთვის ამ უაღრესად დროული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პლატფორმის შექმნისთვის. სოფლის მეურნეობა ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი და რეგიონული განვითარების მამოძრავებელი ძალაა. სახელმწიფოს მიდგომა ამ სექტორის მიმართ მტკიცე და თანმიმდევრულია: ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ სოფელს მოდერნიზაციაში, მათ შორის, ძლიერი, ტექნოლოგიურად გამართული და ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებით.

სწორი ეკონომიკური პოლიტიკის დასაგეგმად ზუსტი ანალიტიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ, ძალიან დასაფასებელია სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის შექმნა, რომელიც დღეს იქნება წარმოდგენილი. ეს ინსტრუმენტი, პროდუქტიულობის, ფასებისა და ინვესტიციების მაჩვენებლებით, გვაძლევს ნათელ სურათს, სად გვაქვს პროგრესი და სად გვჭირდება მეტი მუშაობა. ციფრები და დარგობრივი ანალიზი, რომლებსაც დღეს დეტალურად გავეცნობით, ნამდვილად ყურადსაღებია. 2025 წელს ჩვენი კვების პროდუქტების ბაზარმა 21.5 მილიარდ ლარს მიაღწია. 2019 წლის შემდეგ ეს მოცულობა თითქმის გაორმაგებულია, ხოლო არსებული ტენდენციით 2030 წლისთვის 30-მილიარდიან ბაზარს ველოდებით.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამ მზარდ მოთხოვნას ადგილობრივი წარმოებით ვუპასუხოთ. დღეს ხორცის, რძის პროდუქტებისა და მარცვლეულის მიმართულებით ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული იმპორტზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„კარფურის" გენერალური დირექტორი: „რიბეითებს“, ანუ ფასდათმობას ვიყენებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება შევამციროთ პროდუქციის ფასი, რათა გავხადოთ ჩვენი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი
„კარფურის“ გენერალური დირექტორი: საქონლის წარმოჩენის გარკვეულ საფასურს, ცხადია, იხდის დისტრიბუტორი და მწარმოებელი, რადგანაც, ეს არის ბიზნესი, რომელიც გულისხმობს საქონლის რეალიზაციას
შალვა პაპუაშვილი - მთავარი მაქინაცია, რასაც სჩადის დღეს ბრიუსელი, არის ცრუ ბრალდებები, საერთაშორისო სასამართლოებში, სადაც კი საქართველოს დაუპირისპირდნენ, ყველგან დამარცხდნენ
დავით ქართველიშვილი: საქართველო, შესაძლოა, დამკვიდრდეს არა მხოლოდ რეგიონულ მიმართულებად, არამედ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ალტერნატიულ ტურისტულ ჰაბად ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიას შორის
შალვა პაპუაშვილი: ქართული პასპორტის მქონე „ისფედის“ თანამშრომლები წერენ „დანოსებს“, ბრიტანეთის მთავრობას აბარებენ ანგარიშს, რომ ნახეთ უფროსო, „იმედი“ და POSTV არ იხურება, ვინაიდან ნახეს გამოსავალი რათა გადარჩნენ და თავი დაიცვან თქვენგან
არქივი