შალვა პაპუაშვილი: სერიოზულად უნდა მივიღოთ რეკომენდაცია, როდესაც ზელენსკი და სანდუ - ადამიანები, რომლებმაც პარტიები გააუქმეს თავის ქვეყანაში, ჩვენ რომ გვეუბნებიან საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოვიტანოთ სარჩელი?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
56 16 მარტი 2026, 12:23

სერიოზულად უნდა მივიღოთ [რეკომენდაცია], როდესაც უკრაინისა და მოლდოვის ხელისუფლება - ზელენსკი და სანდუ - ადამიანები, რომლებმაც პარტიები გააუქმეს თავის ქვეყანაში, ჩვენ რომ გვეუბნებიან საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოვიტანოთ სარჩელი?!, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა ჰკითხა, რომელია ის რეკომენდაციები, რის შესრულებასაც „ქართული ოცნება“ აპირებს „მოსკოვის მექანიზმიდან“.

„მოგიყვანთ მაგალითებს და ერთად ვიმსჯელოთ. ერთი რეკომენდაცია არის, რომ საქართველოს პარლამენტის იმ წევრებმა, რომლებმაც მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით, სარჩელი გამოვიტანოთ. თუ შევხედავთ ამ რეკომენდაციას რომელმა ქვეყნებმა დაუჭირა მხარი, ეს არის უკრაინა, რომელსაც ბოლო სამ წელიწადში 22 პარტია აქვს გაუქმებული, მოლდოვამ, რომელსაც სამი პარტია აქვს გაუქმებული, თანაც არჩევნებამდე ორი დღით ადრე. ახლა მითხარით, სერიოზულად უნდა მივიღოთ [რეკომენდაცია], როდესაც უკრაინისა და მოლდოვის ხელისუფლება - ზელენსკი და სანდუ - ადამიანები, რომლებმაც პარტიები გააუქმეს თავის ქვეყანაში, ჩვენ რომ გვეუბნებიან საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოვიტანოთ სარჩელი?!

უკრაინამ ისე გააუქმა, რომ ეს გააკეთა მთავრობამ და მერე იყო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო მოლდოვაში არჩევნებამდე ორი დღით ადრე საარჩევნო კომისიას ჩაახსნევინეს მათთვის არასასურველი ორი პოლიტიკური პარტია. როდესაც ზელენსკი და სანდუ ჭკუას გვასწავლიან პარტიებთან დაკავშირებით, ესეც ხომ აჩვენებს რამხელა ფარისევლური არის მთლიანად პროცესი, რომელიც ჩანს, რომ კოორდინირებული იყო“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პატრიცია გჟებიკი ის ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტია, რომელმაც სავარაუდოდ, წინასწარ დაწერილ დეზინფორმაციას ხელი მოაწერა და „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნად წარმოადგინა.

ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციები მიეცა. კერძოდ, მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებას სთხოვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმებას.

ასევე, მოთხოვნილია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) , „გრანტების შესახებ“ კანონში უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების გაუქმება, რომლებიც ეხება უცხოურ დაფინანსებას და მაუწყებლობის შინაარსის შეზღუდვას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„კარფურის" გენერალური დირექტორი: „რიბეითებს“, ანუ ფასდათმობას ვიყენებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება შევამციროთ პროდუქციის ფასი, რათა გავხადოთ ჩვენი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი
„კარფურის“ გენერალური დირექტორი: საქონლის წარმოჩენის გარკვეულ საფასურს, ცხადია, იხდის დისტრიბუტორი და მწარმოებელი, რადგანაც, ეს არის ბიზნესი, რომელიც გულისხმობს საქონლის რეალიზაციას
შალვა პაპუაშვილი - მთავარი მაქინაცია, რასაც სჩადის დღეს ბრიუსელი, არის ცრუ ბრალდებები, საერთაშორისო სასამართლოებში, სადაც კი საქართველოს დაუპირისპირდნენ, ყველგან დამარცხდნენ
დავით ქართველიშვილი: საქართველო, შესაძლოა, დამკვიდრდეს არა მხოლოდ რეგიონულ მიმართულებად, არამედ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ალტერნატიულ ტურისტულ ჰაბად ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიას შორის
შალვა პაპუაშვილი: ქართული პასპორტის მქონე „ისფედის“ თანამშრომლები წერენ „დანოსებს“, ბრიტანეთის მთავრობას აბარებენ ანგარიშს, რომ ნახეთ უფროსო, „იმედი“ და POSTV არ იხურება, ვინაიდან ნახეს გამოსავალი რათა გადარჩნენ და თავი დაიცვან თქვენგან
არქივი