შოთა ბერეკაშვილი: ჯაჭვში განსაკუთრებული ძალაუფლება საცალო ქსელებს აქვთ, რადგან ისინი არიან საფასო პოლიტიკის განმსაზღვრელი ბაზარზე, ამიტომ სექტორის გამჭვირვალე და ჯანსაღი მართვა უაღრესად მნიშვნელოვანია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 16 მარტი 2026, 13:03

უაღრესად მნიშვნელოვანი სხდომაა, რამდენადაც დღევანდელი სხდომით ჩვენ ვასრულებთ ფასწარმოქმნის ჯაჭვის შესწავლას საკვები პროდუქტების და სწრაფი მოხმარების საგნების სექტორში, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.

შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, 4 კომპანია, რომელიც დღეს კომისიის სხდომაზეა მიწვეული წარმოადგენენ ბაზრის მნიშვნელოვან მოთამაშეებს და შესაბამისად მათ გააჩნიათ განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობა.

„4 კომპანია, რომელიც არის წარმოდგენილი აქ მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან აღნიშნული სექტორის და თუ ავიღებთ ორგანიზებული ქსელების ნაწილს, ორგანიზებული ქსლების ნაწილში თქვენი ჯამური წილი შეადგენს სადღაც 71 %-ს მთლიანი ორგანიზებული ბაზრის, რაც ჯამურად 2024 წლის მაჩვენებლების მიხედვით შვიდი მილიარდი ლარია, რომელიც ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია.

აქედან გამომდინარე თქვენი 4 კომპანია, არამარტო ბიზნესსაქმიანობაში არის ჩართული, არამედ თქვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაგაჩნიათ სოციალური, რადგან საქმე ეხება საკვებ პროდუქტებს და სწრაფი მოხმარების საგნებს. აქედან გამომდინარე კომისია იმასაც აცნობიერებს, რომ ეს ფასწარმოქმნის ჯაჭვი მრავალსაფეხურიანია, კერძოდ სამსაფეხურიანია, ეს იწყება მწარმოებლით, იმპორტიორით, დისტრიბუტორით და საბოლოოდ საცალო ქსელის ოპერატორებით, თუმცა ამ ჯაჭვში განსაკუთრებული ძალაუფლება მაინც საცალო ქსელებს აქვს, რადგან ისინი არიან ძირითადი საფასო პოლიტიკის განმსაზღვრელი ბაზარზე, ამიტომ აღნიშნული სექტორის გამჭვირვალე და ჯანსაღი მართვა უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სექტორი იყოს კონკურენტუნარიანი და ჩვენმა მომხმარებელმა მიიღოს საუკეთესო ფასი“,- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნას არაფერი აქვს საერთო იმ პრინციპებთან, რომლებზეც ეუთო დგას, ორ მხარეს როდესაც უსმენ, უნდა ეცადო მაინც, დასკვნაში ორივე მხარე ასახო
„მოსკოვის მექანიზმი“ თავისი ბუნებით არის „ეუთო“-ს ფაქტების შემსწავლელი საგანგებო პროცედურა ადამიანის უფლებების განზომილების სფეროში, და არა სერვისი იმ ოპოზიციური ქსელებისთვის, რომლებიც ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ ბრძოლას აგებენ
„ნიკორას“ დირექტორი: თაროზე განთავსების პოლიტიკას ვწყვეტთ ჩვენ, რადგან ჩვენი პრინციპებით თუ არ მოხდა პროდუქტის პლანოგრამის ფორმირება, მაშინ ბრენდის აღქმა გაიბლარება - მზად ვართ, ნეტ ფასებით ვიმუშაოთ, რომ არ იყოს არანაირი რეტრო ბონუსი
ალექსანდრე დარახველიძე: „მოსკოვის მექანიზმის“ წარმომადგენლებს, რომლებიც იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, წარვუდგინეთ აქციის მიმდინარეობის ვიდეომასალა და თავადვე აღიარეს, რომ აქცია ძალადობრივი ხასიათის იყო
დავით ჩიხელიძე: გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში წარმოდგენილი ანგარიში ქართული ოპოზიციისა და მათი პატრონების კოორდინაციის შედეგია და არა ფაქტებზე დაფუძნებული დასკვნა
არქივი