შალვა პაპუაშვილი: ქართული პასპორტის მქონე „ისფედის“ თანამშრომლები წერენ „დანოსებს“, ბრიტანეთის მთავრობას აბარებენ ანგარიშს, რომ ნახეთ უფროსო, „იმედი“ და POSTV არ იხურება, ვინაიდან ნახეს გამოსავალი რათა გადარჩნენ და თავი დაიცვან თქვენგან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
55 16 მარტი 2026, 13:05

ქართული პასპორტის მქონე „ისფედის“ თანამშრომლები წერენ „დანოსებს“, ბრიტანეთის მთავრობას აბარებენ ანგარიშს, რომ ნახეთ უფროსო, „იმედი“ და POSTV არ იხურება, ვინაიდან ნახეს გამოსავალი რათა გადარჩნენ და თავი დაიცვან თქვენგან, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, პირდაპირ თავისი პირით ამბობენ, რომ „ისფედი“ ემსახურება უცხო ქვეყნის ინტერესებს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ.

„ჩვენ ვხედავთ, ხალხი რომელიც ამბობდა გავლენის გამტარებლები არ დაგვიძახოთო, დღეს პირდაპირ დგანან და უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებენ. მაგალითად, „ისფედი“. „ისფედი“ ისედაც ვიცით ვინ არის და რაც არის, უცხოური დავალებით საქართველოში არჩევნების შედეგებს აყალბებდა, მაგრამ ვნახეთ, რომ მათ მოამზადეს დოკუმენტი, როგორ ცდილობს „იმედი“ და POSTV თავი დაიცვას ბრიტანეთის თავდასხმისგან. როგორ ცდილობს მოძებნოს გამოსავალი, რომ მიზანი, რომელიც ბრიტანეთის მთავრობას აქვს, დახუროს თავისუფალი მედია საქართველოში და დატოვოს მხოლოდ პროპაგანდისტები, როგორიც მაგალითად „ტაბულაა“, რომლის დაფინანსებასაც ცდილობდა ბრიტანეთის საელჩო, პარტიული მედიისა, რომ ბრიტანეთის ეს მცდელობა, დახუროს თავისუფალი მედია, არ შედგეს. დგანან ახლა, ქართული პასპორტის მქონე „ისფედის“ თანამშრომლები და წერენ „დანოსებს“, იცით რა, ამათ ხელფასი აქვთ რაღაცნაირად ეტყობა, ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, ფეისბუქზე შეუძლიათ „ბუსტი“ ან რაღაც პოსტი აქვთ. ამ „დანოსებს“ პირდაპირ წერენ, ბრიტანეთის მთავრობას აბარებენ ანგარიშს, რომ ნახეთ უფროსო, თქვენ რომ გინდათ დახუროთ, ესენი არ იხურებიან, ვინაიდან რაღაც ნახეს გამოსავალი იმისთვის, რათა გადარჩნენ და თავი დაიცვან თქვენგან. პირდაპირ თავისი პირით ამბობენ, რომ „ისფედი“ ემსახურება უცხო ქვეყნის ინტერესებს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ალექსანდრე დარახველიძე: სამწუხაროდ, ევროპაში ისევ პირველ ადგილზე ვართ გზებზე დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით. თვითმიზანი ნამდვილად არ არის ჯარიმების ზრდა. მთავარი მიზანია, გზებზე დაცული იყოს საგზაო მოძრაობის წესები
„2 ნაბიჯის“ გენერალური დირექტორი: პროდუქტის ექსკლუზიურმა შემომტანებმა შესაძლებელია თქვან ის 5% მოგების, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩანს, ეს არის მთელი ჯაჭვი მომწოდებლიდან ექსკლუზიურ დისტრიბუტორამდე, ამ ჯაჭვში 5 %-ზე 10-ჯერ მეტი მოგებაა
პიტერ სიიარტო - მოუთმენლად ველოდებით შაბათ-კვირას ბუდაპეშტში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიღებას
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საავადმყოფოებში ირანთან კონფლიქტის შედეგად დაშავებული 142 პირი გადაიყვანეს
პიტერ სიიარტო - ხალხმა დემოკრატიული არჩევნებით გადაწყვიტა, რა მიმართულებით სურს ქვეყნის განვითარება, საქართველოს მთავრობას შეუძლია, ყველაფერში ჩვენი იმედი ჰქონდეს
არქივი