დავით ჩიხელიძე: გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში წარმოდგენილი ანგარიში ქართული ოპოზიციისა და მათი პატრონების კოორდინაციის შედეგია და არა ფაქტებზე დაფუძნებული დასკვნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 16 მარტი 2026, 14:14

დავით ქაცარავას წამოცდენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ოპოზიციის ღალატი და უცხოელებისთვის დახმარების ფაქტი. საზოგადოებამ გაიგო, როგორ ხდებოდა „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოსაკითხ პირთა სიის კოორდინაცია და ვინ იდგა ამ პროცესის უკან, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, დავით ქაცარავას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე „მოსკოვის მექანიზმთან“ დაკავშირებით.

მისი შეფასებით, „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში წარმოდგენილი ანგარიში ქართული ოპოზიციისა და მათი უცხოელი მხარდამჭერების კოორდინაციის შედეგია და არა ფაქტებზე დაფუძნებული დასკვნა.

„მნიშვნელობას კარგავს, გვარად ორჯონიკიძე იქნები, ნანუაშვილი თუ სხვა - ქვეყნის მტრობას გამართლება არ აქვს!

დავით ქაცარავას წამოცდენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ოპოზიციის ღალატი და უცხოელებისთვის დახმარების ფაქტი. საზოგადოებამ გაიგო, როგორ ხდებოდა „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოსაკითხ პირთა სიის კოორდინაცია და ვინ იდგა ამ პროცესის უკან. როცა პოლიტიკური ფიგურები უცხოურ სტრუქტურებს წერილობით აწვდიან ინფორმაციას საკუთარ ქვეყანაზე და ამით საკუთარი ქვეყნის მდგომარეობას ამძიმებენ, ეს ღალატად კვალიფიცირდება.

დღეს გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში წარმოდგენილი ანგარიში ქართული ოპოზიციისა და მათი პატრონების კოორდინაციის შედეგია და არა ფაქტებზე დაფუძნებული დასკვნა.

სამწუხაროდ, აშკარაა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ და მის გარშემო გაერთიანებული პოლიტიკოსების ნაწილს ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება პოლიტიკურ პრაქტიკად აქვს ქცეული. ისინი ხშირად მორჩილებენ არა იმ ხალხს, რომელმაც მათ ხმა მისცა, არამედ იმ დასავლელ პატრონებს, რომელთა წინაშეც ანგარიშვალდებულნი არიან და რომელთა მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობენ.

როცა საკუთარი ქვეყნის შესახებ მცდარი ან დამაზიანებელი ცნობები უცხოურ ინსტიტუტებში იგზავნება, ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი მზად არის საკუთარი კეთილდღეობა მსხვერპლად შესწიროს სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებს.

ქართველ ხალხს ასეთ დროს მეტი პრინციპულობა მართებს. საზოგადოებამ მკაფიო „არა“ უნდა უთხრას დესტრუქციულ ძალებს, რომელთა „დაუღალავი“ მუშაობის შედეგად ქვეყანა წლებია ტურბულენტურ ზონაში იმყოფება. მაგრამ მიუხედავად შიდა და გარე ზეწოლისა, განვითარებას აგრძელებს!“ - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ნიუ იორკ თაიმსი“ - საუდის არაბეთის პრინცმა ირანთან დაკავშირებით დონალდ ტრამპს მიმართა - „მოჰკვეთეთ გველს თავი“
გიგა ბოკერია: დიალოგი შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ პირობების შექმნაზე, რომელშიც „ქართული ოცნება" თავისუფალი არჩევნების შედეგად დამარცხება
ალექსანდრე დარახველიძე: სამწუხაროდ, ევროპაში ისევ პირველ ადგილზე ვართ გზებზე დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით. თვითმიზანი ნამდვილად არ არის ჯარიმების ზრდა. მთავარი მიზანია, გზებზე დაცული იყოს საგზაო მოძრაობის წესები
„2 ნაბიჯის“ გენერალური დირექტორი: პროდუქტის ექსკლუზიურმა შემომტანებმა შესაძლებელია თქვან ის 5% მოგების, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩანს, ეს არის მთელი ჯაჭვი მომწოდებლიდან ექსკლუზიურ დისტრიბუტორამდე, ამ ჯაჭვში 5 %-ზე 10-ჯერ მეტი მოგებაა
პიტერ სიიარტო - მოუთმენლად ველოდებით შაბათ-კვირას ბუდაპეშტში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიღებას
არქივი