ალექსანდრე დარახველიძე: „მოსკოვის მექანიზმის“ წარმომადგენლებს, რომლებიც იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, წარვუდგინეთ აქციის მიმდინარეობის ვიდეომასალა და თავადვე აღიარეს, რომ აქცია ძალადობრივი ხასიათის იყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
56 16 მარტი 2026, 14:26

თავად „მოსკოვის მექანიზმის“ წარმომადგენლებს, რომლებიც იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, წარვუდგინეთ აქციის მიმდინარეობის ვიდეომასალა და თავადვე აღიარეს, რომ აქცია ძალადობრივი ხასიათის იყო, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში ექსპერტის მიერ საქართველოზე მომზადებულ ანგარიშზე საუბრისას.

მისი თქმით, პოლიციამ გამოიყენა შესაბამისი პროპორციული ძალა და საშუალებები, რისი გამოყენების სრული ლეგიტიმური არათუ უფლება, ვალდებულება ჰქონდა.

„უნდა გავიხსენოთ რა ხდებოდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში. ვერავინ იტყვის, რომ აქცია მშვიდობიანი იყო. თავად „მოსკოვის მექანიზმის“ წარმომადგენლებს, რომლებიც იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, წარვუდგინეთ აქციის მიმდინარეობის ვიდეომასალა და თავადვე აღიარეს, რომ აქცია ძალადობრივი ხასიათის იყო. ეს ჩანაწერი არსებობს შსს-ში. როდესაც არის ძალადობრივი აქცია, ადგილი აქვს სახელმწიფო უწყებებზე თავდასხმას, კარგად ნახეთ, საქართველოს პარლამენტის შენობა ფაქტობრივად იყო გადამწვარი აქციის მოძალადე მონაწილეების მხრიდან, პოლიციამ გამოიყენა შესაბამისი პროპორციული ძალა და საშუალებები, რისი გამოყენების სრული ლეგიტიმური არათუ უფლება, ვალდებულება ჰქონდა მას.

რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევაში თანამშრომელთა მხრიდან ადგილი თუ ჰქონდა გადაცდომებს, ამის გამოძიების უფლება შსს-ს არ აქვს, რადგან თავის თანამშრომლების სავარაუდო გადაცდენის ფაქტებს ვერ გამოიძიებს. აღნიშნულ საკითხს ჯერ იძიებდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური. ვინაიდან ეს სამსახური შეუერთდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, ახლა გენერალური პროკურატურა იძიებს ამ საკითხს“, - აღნიშნა დარახველიძემ.

პატრიცია გჟებიკი ის ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტია, რომელმაც სავარაუდოდ, წინასწარ დაწერილ დეზინფორმაციას ხელი მოაწერა და „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნად წარმოადგინა.

ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას სხვა საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რეკომენდაციები მიეცა. კერძოდ, მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებას სთხოვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმებას.

ასევე, მოთხოვნილია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) , „გრანტების შესახებ“ კანონში უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებებისა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების გაუქმება, რომლებიც ეხება უცხოურ დაფინანსებას და მაუწყებლობის შინაარსის შეზღუდვას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ნიუ იორკ თაიმსი“ - საუდის არაბეთის პრინცმა ირანთან დაკავშირებით დონალდ ტრამპს მიმართა - „მოჰკვეთეთ გველს თავი“
გიგა ბოკერია: დიალოგი შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ პირობების შექმნაზე, რომელშიც „ქართული ოცნება" თავისუფალი არჩევნების შედეგად დამარცხება
ალექსანდრე დარახველიძე: სამწუხაროდ, ევროპაში ისევ პირველ ადგილზე ვართ გზებზე დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით. თვითმიზანი ნამდვილად არ არის ჯარიმების ზრდა. მთავარი მიზანია, გზებზე დაცული იყოს საგზაო მოძრაობის წესები
„2 ნაბიჯის“ გენერალური დირექტორი: პროდუქტის ექსკლუზიურმა შემომტანებმა შესაძლებელია თქვან ის 5% მოგების, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩანს, ეს არის მთელი ჯაჭვი მომწოდებლიდან ექსკლუზიურ დისტრიბუტორამდე, ამ ჯაჭვში 5 %-ზე 10-ჯერ მეტი მოგებაა
პიტერ სიიარტო - მოუთმენლად ველოდებით შაბათ-კვირას ბუდაპეშტში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიღებას
არქივი