„ნიკორას“ დირექტორი: თაროზე განთავსების პოლიტიკას ვწყვეტთ ჩვენ, რადგან ჩვენი პრინციპებით თუ არ მოხდა პროდუქტის პლანოგრამის ფორმირება, მაშინ ბრენდის აღქმა გაიბლარება - მზად ვართ, ნეტ ფასებით ვიმუშაოთ, რომ არ იყოს არანაირი რეტრო ბონუსი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 16 მარტი 2026, 14:29

ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელი დირექტორით თემურ ალექსანდრია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე მაღაზიის თაროზე პროდუქტების განთავსების შესახებ საუბრობს.

კომისიის წევრის ეკა სეფაშვილის კითხვაზე, პროდუქტები თაროზე ერთნაირად მომგებიანად არის თუ არა განლაგებული, კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, რომ „რეტრო ბონუსების მოცულობა ძალიან განსხვავებულია პროდუქტის კატეგორიის მიხედვით ამიტომ რომელიმე ერთი პროცენტის თქმა არ მოგვცემს სრულ სურათს“.

მისივე თქმით, თაროზე განთავსების პოლიტიკას თავადვე წყვეტენ.

„მაგალითისთვის ისეთი, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, ხილ-ბოსტნეული არანაირი რეტრო ბონუსი არ არსებობს. არის გარკვეული კატეგორიის ზეთები, რძის პროდუქტები, რომლებზეც საერთოდ არანაირი რეტრო ბონუსი არ არსებობს. ეს უფრო სხვა რგოლის ინსტრუმენტია, რომ ერთმანეთთან კონკურენციაში შევიდნენ. რაც შეეხება თაროზე განთავსებას- თაროზე განთავსების პოლიტიკას ვწყვეტთ ჩვენ იმიტომ, რომ ჩვენი პრინციპების მიხედვით თუ არ მოხდა პროდუქტის პლანოგრამის ფორმირება, მაშინ ბრენდის აღქმა გაიბლარება და კომპრომისზე არანაირი რეტრო ბონუსის ნაცვლად არ წავალთ, გამორიცხული ამბავია, ეს არ არის გადამწყვეტი ფაქტორი ჩვენთვის. თაროზე გადასახადი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ეს ვერ გადაწონის ჩვენს პრინციპებს პლანოგრამის ფორმირებისას. ყველანაირი რეტრო ბონუსი, მათ შორის, თაროს გადასახადიც არის თვითღირებულების შემამცირებელი კომპონენტი, სხვა მეტი არაფერი. ჩვენ რითეილ ასოციაციის ფარგლებში განცხადებაც გავაკეთეთ და ისევ ერთგული ვართ იმ განცხადების, რომ მზად ვართ ნეტ ფასებით ვიმუშაოთ რომ საერთოდ არ იყოს არანაირი რეტრო ბონუსი“, - განაცხადა თემურ ალექსანდრიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: ოპოზიციამ სცადა, პრეზიდენტის ღირსეული და პასუხისმგებლობიანი სიტყვა სრულიად სხვა მნიშვნელობით დაენახათ. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციის შეტევის სამიზნე ხდება და მისი განცხადებების მიზანმიმართული, არასწორი ინტერპრეტირება ხდება
„ნიუ იორკ თაიმსი“ - საუდის არაბეთის პრინცმა ირანთან დაკავშირებით დონალდ ტრამპს მიმართა - „მოჰკვეთეთ გველს თავი“
გიგა ბოკერია: დიალოგი შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ პირობების შექმნაზე, რომელშიც „ქართული ოცნება" თავისუფალი არჩევნების შედეგად დამარცხება
ალექსანდრე დარახველიძე: სამწუხაროდ, ევროპაში ისევ პირველ ადგილზე ვართ გზებზე დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით. თვითმიზანი ნამდვილად არ არის ჯარიმების ზრდა. მთავარი მიზანია, გზებზე დაცული იყოს საგზაო მოძრაობის წესები
„2 ნაბიჯის“ გენერალური დირექტორი: პროდუქტის ექსკლუზიურმა შემომტანებმა შესაძლებელია თქვან ის 5% მოგების, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩანს, ეს არის მთელი ჯაჭვი მომწოდებლიდან ექსკლუზიურ დისტრიბუტორამდე, ამ ჯაჭვში 5 %-ზე 10-ჯერ მეტი მოგებაა
არქივი