„ნიკორას“ დირექტორი: როგორც წესი, სოციალურად მნიშვნელოვანი პროდუქტები ხშირად ზარალითაც იყიდება, რათა უზრუნველვყოთ მაქსიმალური წვდომა- ჩვენი აქციები ისე იგეგმება, რომ თვის განმავლობაში თვის სამყოფი კალათა ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 16 მარტი 2026, 14:45

ფასდაკლების სიღრმეც, ინტენსივობაც, რა წილი გაიყიდება ფასდაკლებებში და იქნება თუ არა თვითღირებულებაზე ნაკლები ძალიან განსხვავებულია პროდუქტების მიხედვით, - განაცხადა „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თემურ ალექსანდრიამ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს.

მან ფასდაკლებების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ხშირად სოციალურად მნიშვნელოვანი პროდუქტები თვითღირებულებაზე დაბალ ფასადაც იყიდება, რადგან მომხმარებლებს მაქსიმალური წვდომა ჰქონდეთ პროდუქტებზე.

„როგორც წესი სოციალურად მნიშვნელოვანი პროდუქტები იყიდება მინიმალური მარჟინალობით და ხშირად ზარალითაც, შესაძლებელია თვითღირებულებაზე დაბალ ფასადაც გაიყიდოს, რათა უზრუნველვყოთ მაქსიმალური წვდომა ჩვენი მოქალაქეებისთვის სოციალურად მნიშვნელოვან პროდუქტებზე. არის კატეგორიები, სადაც პრომოს წილი ძალიან მაღალია, შეიძლება ითქვას, უმეტესი ნაწილი პრომოში იყიდება და არის კატეგორიები, სადაც პრომოს მიმართ ელასტიურობა მინიმალურია და არ იყიდება, ამიტომ, ძალიან განსხვავებულია პროდუქტის კატეგორიების მიხედვით.

ჩვენი აქციები ისე იგეგმება, რომ თვის განმავლობაში თვის სამყოფი კალათა ხელმისაწვდომ ფასად იქნეს შეძენილი. ჯგუფდება ცილები, ცხიმები და ასე შემდეგ. ყველა კატეგორიაში თითქმის ყოველთვის გარკვეული აქცია არის“, - განაცხადა თემურ ალექსანდრიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია: 4 ოქტომბერს მურთაზ ზოდელავას შეეშალა. ჰაერი იყო, არც მედიების ქმედება იყო პასუხისმგებლიანი - ამას გისაყვედურებდით, საპნის ბუშტი თქვენ გაბერეთ რამდენიმე პოლიტიკოსთან ერთად
ნიკა გვარამია: ტრ**ი გვაქვს რევოლუციური სცენარის? ვინც ქადაგებდა რევოლუციას, აღმოჩნდა რომ ჰქონდათ ამის ტრ**ი?
ნინო ფოჩხუა: დიახ, საქართველოს სახელით, ღირსეული ქალბატონი თამარი დაამშვენებს მელანია ტრამპის მიწვევით, გლობალურ სამიტს „ერთად უკეთესი მომავლისთვის“. ოპონენტები უკვე ემზადებიან, რომ როგორმე გადაფარონ ეს მოვლენა
ეკა სეფაშვილი: მიმწოდებლები ამბობენ, რომ ხელშეკრულებები ქსელურ მარკეტებთან კაბალურია - საინტერესოა, რამდენად ხშირად მიმართავენ მწარმოებლები სასამართლოს ამ ხელშეკრულებების გასაჩივრების მიზნით
დავით ჩიხელიძე: ოპოზიციამ სცადა, პრეზიდენტის ღირსეული და პასუხისმგებლობიანი სიტყვა სრულიად სხვა მნიშვნელობით დაენახათ. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციის შეტევის სამიზნე ხდება და მისი განცხადებების მიზანმიმართული, არასწორი ინტერპრეტირება ხდება
არქივი