48
16 მარტი 2026, 15:12
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საავადმყოფოებში ირანთან კონფლიქტის შედეგად დაშავებული 142 პირი გადაიყვანეს.
ჰოსპიტალიზებულ პირთაგან სამის მდგომარეობა საშუალოა, 134-ის მდგომარეობა კარგად ფასდება, ხუთს კი შფოთვის გამო მკურნალობა ჩაუტარდა. ჯანდაცვის სამინისტრო დაშავების მიზეზებს არ აკონკრეტებს.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ირანთან ომის დაწყებიდან საავადმყოფოებში 3 369 ადამიანი მოათავსეს, რომელთაგან 81 ამჟამადაც კლინიკაში გადის მკურნალობას. ჰოსპიტალიზებული პირებიდან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია, შვიდის მდგომარეობა მძიმეა, 14-ის – საშუალო, ხოლო 59-ის – კარგი.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები მოიცავს როგორც მშვიდობიან მოსახლეობას, ასევე ჯარისკაცებს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |