პიტერ სიიარტო - მოუთმენლად ველოდებით შაბათ-კვირას ბუდაპეშტში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიღებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 16 მარტი 2026, 15:14

საქართველოს მთავრობას შეუძლია, ყველაფერში ჩვენი იმედი ჰქონდეს. ნამდვილად პატივს ვცემთ თქვენს პატრიოტულ პოლიტიკას. მთლიანობაში, ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა დიდი მარცხია და ის უნდა დავივიწყოთ, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

სიიარტოს თქმით, მოუთმენლად ელოდება შაბათ-კვირას საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიღებას ბუდაპეშტში.

„არჩევნებში პატრიოტული პარტია თუ იმარჯვებს, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ დემოკრატია საფრთხეშია. ნუ გვიყურებთ ისე, თითქოს სულელები ვიყოთ. ჩვენ ამას ძალიან მარტივად ვხედავთ: არჩევნებში პატრიოტები თუ იმარჯვებენ, მაშინ ევროკავშირი ამბობს, რომ დემოკრატია მკვდარია, ხოლო თუ ლიბერალები იმარჯვებენ, დემოკრატია საუკეთესო ფორმაშია. ეს ძალიან აშკარაა. ჩვენ ქართველების მხარეს ვართ. მოუთმენლად ველოდებით პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიღებას შაბათ-კვირას ბუდაპეშტში. საქართველოს მთავრობას შეუძლია, ჩვენი იმედი ჰქონდეს ყველაფერში. ჩვენ ნამდვილად პატივს ვცემთ თქვენს პატრიოტულ პოლიტიკას. შემიძლია გითხრათ, რომ მთლიანობაში ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა დიდი მარცხია. ეს უზარმაზარი მარცხია და საბოლოოდ ის უნდა დავივიწყოთ“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია: 4 ოქტომბერს მურთაზ ზოდელავას შეეშალა. ჰაერი იყო, არც მედიების ქმედება იყო პასუხისმგებლიანი - ამას გისაყვედურებდით, საპნის ბუშტი თქვენ გაბერეთ რამდენიმე პოლიტიკოსთან ერთად
ნიკა გვარამია: ტრ**ი გვაქვს რევოლუციური სცენარის? ვინც ქადაგებდა რევოლუციას, აღმოჩნდა რომ ჰქონდათ ამის ტრ**ი?
ნინო ფოჩხუა: დიახ, საქართველოს სახელით, ღირსეული ქალბატონი თამარი დაამშვენებს მელანია ტრამპის მიწვევით, გლობალურ სამიტს „ერთად უკეთესი მომავლისთვის“. ოპონენტები უკვე ემზადებიან, რომ როგორმე გადაფარონ ეს მოვლენა
ეკა სეფაშვილი: მიმწოდებლები ამბობენ, რომ ხელშეკრულებები ქსელურ მარკეტებთან კაბალურია - საინტერესოა, რამდენად ხშირად მიმართავენ მწარმოებლები სასამართლოს ამ ხელშეკრულებების გასაჩივრების მიზნით
დავით ჩიხელიძე: ოპოზიციამ სცადა, პრეზიდენტის ღირსეული და პასუხისმგებლობიანი სიტყვა სრულიად სხვა მნიშვნელობით დაენახათ. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციის შეტევის სამიზნე ხდება და მისი განცხადებების მიზანმიმართული, არასწორი ინტერპრეტირება ხდება
არქივი