დავით ჩიხელიძე: ოპოზიციამ სცადა, პრეზიდენტის ღირსეული და პასუხისმგებლობიანი სიტყვა სრულიად სხვა მნიშვნელობით დაენახათ. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციის შეტევის სამიზნე ხდება და მისი განცხადებების მიზანმიმართული, არასწორი ინტერპრეტირება ხდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 16 მარტი 2026, 16:01
ოპოზიციამ სცადა, პრეზიდენტის ღირსეული და პასუხისმგებლობიანი სიტყვა სრულიად სხვა მნიშვნელობით დაენახათ. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციის შეტევის სამიზნე ხდება და მისი განცხადებების მიზანმიმართული, არასწორი ინტერპრეტირება ხდება, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციას თითქოსდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი „პირველი ლედის“ ნაცვლად „პირველი დედის“ ამბობს. 


როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ოპოზიციისთვის მსგავსი პრაქტიკა უკვე წლებია პოლიტიკურ ბრძოლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად იქცა, როცა რეალური არგუმენტები აღარ არსებობს, იწყება სიტყვების დამახინჯება და ხელოვნური სკანდალების შექმნა.



„ოპოზიციის პროპაგანდისტული მანქანა სრული სიმძლავრით არის ჩართული და ცდილობს, მაქსიმალურად დააკნინოს როგორც სახელმწიფო ინსტიტუტები, ისე კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ქვეყნის ინტერესების დაცვაზე არიან ორიენტირებულნი. 

თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში ფეიკის შექმნა და ინფორმაციის გავრცელება მართლაც სწრაფია, მაგრამ ასევე გამარტივებულია მისი გადამოწმებაც და ამოცნობაც. სწორედ ამიტომ, როგორც წესი, ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მიერ წარმოებული ბინძური კამპანიები, საზოგადოებისთვის მალევე ხდება საცნაური. ადამიანები ადვილად ამჩნევენ, როდესაც კონკრეტული განცხადება ან ფაქტი მიზანმიმართულად არის დამახინჯებული პოლიტიკური მიზნებისთვის.

ამ შემთხვევაშიც სწორედ ფეიკის გავრცელების მცდელობის წინაშე ვდგავართ. პრეზიდენტის შესახებ კვლავ შეიქმნა და გავრცელდა მორიგი დეზინფორმაცია, რომლის მიზანიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. ფაქტია, რომ ქვეყნის მტრებად ქცეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რომლებმაც საკუთარ თავს ოპოზიცია უწოდეს, ვერ აიტანეს ყველა ის ნაბიჯი და ქმედება, რომელიც ქვეყნის საკეთილდღეოდ გადაიდგა. ამიტომაც ისინი მუდმივად ცდილობენ, პრეზიდენტის ნებისმიერი პოზიტიური ნაბიჯი უარყოფითად წარმოაჩინონ.

დღეს ოპოზიცია იმ მდგომარეობამდეა მისული, რომ ხშირად ფაქტების დანახვაც აღარ სურს. აქვთ თვალები, მაგრამ ვერ ხედავენ; აქვთ ყურები, მაგრამ არ ესმით, უფრო სწორად, ყველაფერს ისე ხედავენ და ისმენენ, როგორც მათ პოლიტიკურ ინტერესებს აწყობს. მაგალითად, მაშინ როდესაც ქვეყნის სტაბილური და მშვიდობიანი მომავლის შესახებ საუბარია, ისინი ამას სრულიად სხვაგვარად, ბომბების წვიმის ქვეშ ხედავენ. 
ოპოზიციამ სცადა, პრეზიდენტის ღირსეული და პასუხისმგებლობიანი სიტყვა სრულიად სხვა მნიშვნელობით დაენახათ. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციის შეტევის სამიზნე ხდება და მისი განცხადებების მიზანმიმართული, არასწორი ინტერპრეტირება ხდება. ოპოზიციისთვის მსგავსი პრაქტიკა უკვე წლებია პოლიტიკურ ბრძოლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად იქცა, როცა რეალური არგუმენტები აღარ არსებობს, იწყება სიტყვების დამახინჯება და ხელოვნური სკანდალების შექმნა“, - წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა წერს, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელიც ჰააგის ტრიბუნალზე უნდა გასამართლდეს, მიხეილ სააკაშვილია, მის მიერ ჩადენილი სისტემური წამების და ომის დანაშაულისთვის
ნიკა გვარამია ამბობს, რომ ოპოზიციის „გაერთიანება“ მათ შორის „პარტნიორების“ დაკვეთა იყო
ნიკა გვარამია: 4 ოქტომბერს მურთაზ ზოდელავას შეეშალა. ჰაერი იყო, არც მედიების ქმედება იყო პასუხისმგებლიანი - ამას გისაყვედურებდით, საპნის ბუშტი თქვენ გაბერეთ რამდენიმე პოლიტიკოსთან ერთად
ნიკა გვარამია: ტრ**ი გვაქვს რევოლუციური სცენარის? ვინც ქადაგებდა რევოლუციას, აღმოჩნდა რომ ჰქონდათ ამის ტრ**ი?
ნინო ფოჩხუა: დიახ, საქართველოს სახელით, ღირსეული ქალბატონი თამარი დაამშვენებს მელანია ტრამპის მიწვევით, გლობალურ სამიტს „ერთად უკეთესი მომავლისთვის“. ოპონენტები უკვე ემზადებიან, რომ როგორმე გადაფარონ ეს მოვლენა
არქივი