ნიკა გვარამია ამბობს, რომ ოპოზიციის „გაერთიანება“ მათ შორის „პარტნიორების“ დაკვეთა იყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 16 მარტი 2026, 16:55

ოპოზიციონერი ნიკა გვარამია ამბობს, რომ ოპოზიციის „გაერთიანება“ მათ შორის „პარტნიორების“ დაკვეთა იყო.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ხომ არ იყო ოპოზიციური გაერთიანება პარტნიორების დაკვეთა, გვარამია დადებითად პასუხობს.

„პარტნიორებისგან რა თქმა უნდა. პირველ რიგში შიგნით, ხალხისგან. ჩვენი ელექტორატისგან როცა გაჩნდა ეს დაკვეთა, ამას გავყევით“, - ამბობს პოლიტიკოსი.

წამყვანმა შეახსენა ის პერიოდი, როდესაც ოპოზიცია შალვა ნათელაშვილთან იკრიბებოდა.

„მაშინ ხალხი არ ითხოვდა [გაერთიანებას]. ყველა დღესაც არ ითხოვს, უბრალოდ უმწიფარი ნაყოფი არ უნდა მოწყვიტო და არც ფიქციური გაერთიანებები აკეთო, იმიტომ, რომ მოსავლის აკრეფა გინდა. როცა ეს მომწიფდა, ამის საჭიროება ყველაზე მეტად შესაძლებელია, [გავერთიანდით]. მომწიფდას იმიტომ ვამბობ, რომ ფსიქოლოგიურად ადამიანები უნდა იყვნენ მზად იმისთვის, რომ ერთ ოთახში ისხდნენ და წარსულის ტრავმები როგორც მინიმუმ, წინა რიგში არ იდგეს“, - აღნიშნა გვარამიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან და მისი გადახედვის არავითარი საფუძველი არ არსებობს
პრემიერი: საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა, რომელსაც შეუძლია ეუთოს წევრ ბევრ ქვეყანას, მათ შორის „მოსკოვის მექანიზმის“ ინიციატორ არაერთ ქვეყანას, იქით ასწავლოს დემოკრატია
შალვა პაპუაშვილი პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს 17 მარტს წარადგენს
პრემიერი: „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორმა უგულებელყო საქართველოში გასული 4 წლის განმავლობაში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების 5 მცდელობა, რომელშიც უცხოეთიდან დაფინანსებული ე.წ. „ენჯეოები“ აქტიურად იყვნენ ჩართული
ირაკლი კობახიძე: ეუთო-ს ანგარიშის ავტორი ოჯახურ ღირებულებებს „ე.წ. ოჯახურ ღირებულებებად“ მოიხსენიებს, რაც მისი ფსევდოლიბერალური მიკერძოების მკაფიო გამოხატულებაა
არქივი