ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა წერს, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელიც ჰააგის ტრიბუნალზე უნდა გასამართლდეს, მიხეილ სააკაშვილია, მის მიერ ჩადენილი სისტემური წამების და ომის დანაშაულისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 16 მარტი 2026, 17:17

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ნარატივს ეხმიანება, ბიძინა ივანიშვილის ჰააგის სასამართლოში გასამართლებასთან დაკავშირებით, რომელიც, მისი აზრით, რადიკალების ელექტორატის გულის მოსაფხანად ვრცელდება.

ხუბუა X-ზე წერს, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელიც ჰააგის ტრიბუნალზე უნდა გასამართლდეს, მიხეილ სააკაშვილია, მის მიერ ჩადენილი სისტემური წამების და ომის დანაშაულისთვის.

„საქართველოს დღევანდელ სინამდვილეში ერთადერთი პერსონა, ვინც შეიძლება, ჰააგის ტრიბუნალზე გასამართლდეს, ეს არის მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც არამხოლოდ სისტემური წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რეჟიმი შექმნა, არამედ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელებთან ერთად, ომის დანაშაულები ჩაიდინა. რაც შეეხება კოლექტიური სანაცეთის ახალ, ყოვლად ფანტასმაგორიულ ნარატივს ბიძინა ივანიშვილის ჰააგაში გასამართლების შესახებ, ეს მხოლოდ მათი რადიკალურად განწყობილი ელექტორატისათვის გულის მოსაფხანად თუ გამოდგება, ფხანა კი, მოგეხსენებათ, ქეცმა იცის“, - წერს ჯაბა ხუბუა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან და მისი გადახედვის არავითარი საფუძველი არ არსებობს
პრემიერი: საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა, რომელსაც შეუძლია ეუთოს წევრ ბევრ ქვეყანას, მათ შორის „მოსკოვის მექანიზმის“ ინიციატორ არაერთ ქვეყანას, იქით ასწავლოს დემოკრატია
შალვა პაპუაშვილი პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს 17 მარტს წარადგენს
პრემიერი: „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორმა უგულებელყო საქართველოში გასული 4 წლის განმავლობაში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების 5 მცდელობა, რომელშიც უცხოეთიდან დაფინანსებული ე.წ. „ენჯეოები“ აქტიურად იყვნენ ჩართული
ირაკლი კობახიძე: ეუთო-ს ანგარიშის ავტორი ოჯახურ ღირებულებებს „ე.წ. ოჯახურ ღირებულებებად“ მოიხსენიებს, რაც მისი ფსევდოლიბერალური მიკერძოების მკაფიო გამოხატულებაა
არქივი