საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი კონტაქტი დასავლეთთან, ოპოზიციაში იწვევს ნამდვილ ციებ-ცხელებას, რადგანაც ბევრ რესურსს ხარჯავენ რომ ეს არ მოხდეს, არადა მაინც ხდება! - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
მისივე თქმით, ოპოზიცია ისე გააგიჟა საქართველოს პრეზიდენტის მეუღლის მიწვევამ აშშ-ს პირველი ლედის მიერ, რომ ბინძურ ინსინუაციებს ავრცელებენ.
„საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი კონტაქტი დასავლეთთან, ოპოზიციაში იწვევს ნამდვილ ციებ-ცხელებას, რადგანაც ბევრ რესურსს ხარჯავენ რომ ეს არ მოხდეს, არადა მაინც ხდება! ახლაც აშშ-ს პირველი ლედის მიწვევით საქართველოს პრეზიდენტის მეუღლის (არ მიყვარს ქართულ სინამდვილეში ტერმინის "პირველი ლედის" გამოყენება) აშშ-ში დაგეგმილმა ვიზიტმა, ისე გააგიჟათ, რომ იმდენად ბინძურ ინსინუაციებს ავრცელებენ, უკვე კითხვა მიჩნდება ფსიქიკური პრობლემები ხომ არ აქვთ, ამ ბოღმის ნიადაგზე?!“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |