54
16 მარტი 2026, 17:46
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს ხვალ, 17 მარტს წარადგენს. როგორც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მიმდინარე სასესიო კვირას პარლამენტის პლენარული სხდომები 17 და 18 მარტს გაიმართება.
პარლამენტის პლენარული სხდომა, 18 მარტს, პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნება.
პარლამენტის ბიუროს წევრებმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრეს და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |