ირაკლი კობახიძე: ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან და მისი გადახედვის არავითარი საფუძველი არ არსებობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 16 მარტი 2026, 17:51
ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან და მისი გადახედვის არავითარი საფუძველი არ არსებობს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, ძალადობრივი მიტინგების დროს დაფიქსირდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების რამდენიმე შემთხვევა და საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო სათანადო ზომები ამგვარი გადაცდომების პრევენციისთვის, რის გამოც სამინისტროს სისტემაში უმნიშვნელოვანესი ცვლილებები.

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი უპირისპირდება ლგბტ პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანას ან მინდობით აღზრდას, სქესის შეცვლის მიზნით სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებას, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის შესახებ ჩანაწერის თვითნებურად შეცვლას, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ან მედიის მიერ არატრადიციული ურთიერთობების პოპულარიზაციას და სხვ. ეს კანონი სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან და მისი გადახედვის არავითარი საფუძველი არ არსებობს.

„ძალადობრივი მიტინგების დროს დაფიქსირდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების რამდენიმე შემთხვევა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავდა. სამწუხაროდ, გამოძიებამ შესაბამისი პირების იდენტიფიცირება ვერ შეძლო. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო სათანადო ზომები ამგვარი გადაცდომების პრევენციისთვის, რის გამოც სამინისტროს სისტემაში უმნიშვნელოვანესი ცვლილებები განხორციელდა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მიღებული ზომების შედეგად, გასული წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლებამ სრულად შეძლო ინციდენტების თავიდან არიდება და ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობას უმაღლესი სტანდარტებით
დაუპირისპირდა“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კრიტიკული განცხადებები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ ოპოზიციის, ე.წ. ენჯეოების თუ კონკრეტული ელჩების მიმართ, ყოველთვის არის პასუხი ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივ და ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე, ე.წ. ენჯეოების რადიკალურ პოლიტიკურ აქტივობებზე და ელჩების მიერ ვენის კონვენციის უხეშ დარღვევაზე.


„კრიტიკული განცხადებები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ ოპოზიციის
, ე.წ. ენჯეოების თუ კონკრეტული ელჩების მიმართ, ყოველთვის არის პასუხი ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივ და ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე, ე.წ. ენჯეოების რადიკალურ პოლიტიკურ აქტივობებზე და ელჩების მიერ ვენის კონვენციის უხეშ დარღვევაზე. ასეთ პირობებში, ხელისუფლების ხმას, ბუნებრივია, მიკერძოებული უცხოელი ექსპერტის მოწოდება ვერ ჩაახშობს. საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს მომავალშიც ხმამაღლა დაიცავს.


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა და სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა ქვეყნის შიდა საქმეა და ამაში ქვეყნის გარედან ვერავინ ჩაერევა. საქართველოში სამართლის უზენაესობა პოლიტიკურ კონიუნქტურას არც მომავალში დაექვემდებარება და მყარად იქნება დაცული.


საქართველოში დაცული უნდა იყოს მედიის ობიექტურობის სტანდარტები და 150 პოლიტიკურ აქტივისტს არ უნდა ჰქონდეს დანარჩენ მოსახლეობაზე ძალადობის უფლება. აქედან გამომდინარე, შესაბამისი კანონმდებლობა არათუ არ უნდა გაუქმდეს, არამედ ზედმიწევნით აღსრულდება“, - განაცხადა პრემიერმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: კორუფციასთან დაკავშირებით გაკეთდა განაცხადი, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში - მე პირადად მივიღე ეს, როგორც მკაფიო მინიშნება, რომ განსაკუთრებული ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული კორუფციის წინააღმდეგ
ირაკლი კობახიძე: „ლელო“ ცდილობს, თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან - ეს თავის დროზე, მოახერხა გახარიას პარტიამ, როდესაც შევიდა პარლამენტში, შესაძლოა, იგივე მცდელობა ჰქონდეს „ლელოსაც“, თუმცა, მეეჭვება, რომ მათ თავი დაიხსნან
პრემიერი: ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს არა ევროპული ინტერესების შესაბამისად, არამედ გარე ძალების კარნახით, ასეთი კარნახით მოახერხეს მათ და ევროპის ეკონომიკა, რომლის წილი მსოფლიო ეკონომიკაში იყო 30%, შეამცირეს 17.5%-მდე
პრემიერი: საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა, რომელსაც შეუძლია ეუთოს წევრ ბევრ ქვეყანას, მათ შორის „მოსკოვის მექანიზმის“ ინიციატორ არაერთ ქვეყანას, იქით ასწავლოს დემოკრატია
შალვა პაპუაშვილი პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს 17 მარტს წარადგენს
არქივი