პრემიერი: ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს არა ევროპული ინტერესების შესაბამისად, არამედ გარე ძალების კარნახით, ასეთი კარნახით მოახერხეს მათ და ევროპის ეკონომიკა, რომლის წილი მსოფლიო ეკონომიკაში იყო 30%, შეამცირეს 17.5%-მდე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 16 მარტი 2026, 18:50
მთელი მსოფლიო არეულია. ამ არეულობაში ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი არის ევროპა, ევროპელი ხალხი, ევროპის მოსახლეობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

პრემიერის თქმით, პირველ რიგში, ეკონომიკური კუთხით ძალიან მძიმედ დაეტყო ეს არეულობა ევროპის კონტინენტს და კონკრეტულად ევროკავშირის სივრცეს.

„ასეთ დროს, ევროკავშირის ბიუროკრატია წესით უნდა ცდილობდეს ახალი გზების გამონახვას, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და პოლიტიკური პარტნიორობის გაღრმავებისთვის და როდესაც ასეთ პირობებში, პირიქით, ევროპული ბიუროკრატია ცდილობს კავშირების ჩაჭრას, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური, სტრატეგიული ხაზების ჩაჭრას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს არა ევროპული ინტერესების შესაბამისად, არამედ გარე ძალების კარნახით, რაც აბსოლუტურად ცხადია. ზუსტად ასეთი კარნახით მოახერხეს მათ და ევროპის ეკონომიკა, რომლის წილი მსოფლიო ეკონომიკაში იყო 30%, შეამცირეს 17.5%-მდე. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ევროპული სუვერენიტეტი არის ძალიან დაბალ ნიშნულზე“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი: როგორც ჩანს, გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონები ჩვენი ქვეყნის დამცავი ის ორი სამართლებრივი მექანიზმია, რომლებიც რეალურად აწუხებთ ევრობიუროკრატებს და საშუალებას არ აძლევთ, განახორციელონ თავიანთი ზრახვები საქართველოს მიმართ
პრემიერი: ვერავის შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით, ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღის და ვერც როსტოვის, როდესაც 14 დღეში, ერთი ექსპერტი წერს 100-გვერდიან დოკუმენტს, ამას პრეტენზია ვერ ექნება სამართლებრივ დასკვნაზე
პრემიერი: ჩვენ ვთავაზობთ აშშ-ს სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას, პროცესები, რაც ბოლო დროს წარიმართა, გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ რეალურად მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვა
პრემიერი: კორუფციასთან დაკავშირებით გაკეთდა განაცხადი, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში - მე პირადად მივიღე ეს, როგორც მკაფიო მინიშნება, რომ განსაკუთრებული ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული კორუფციის წინააღმდეგ
ირაკლი კობახიძე: „ლელო“ ცდილობს, თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან - ეს თავის დროზე, მოახერხა გახარიას პარტიამ, როდესაც შევიდა პარლამენტში, შესაძლოა, იგივე მცდელობა ჰქონდეს „ლელოსაც“, თუმცა, მეეჭვება, რომ მათ თავი დაიხსნან
არქივი