ირაკლი კობახიძე: „ლელო“ ცდილობს, თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან - ეს თავის დროზე, მოახერხა გახარიას პარტიამ, როდესაც შევიდა პარლამენტში, შესაძლოა, იგივე მცდელობა ჰქონდეს „ლელოსაც“, თუმცა, მეეჭვება, რომ მათ თავი დაიხსნან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 16 მარტი 2026, 18:52

ლელო“ ცდილობს, თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან და შესაბამისი პროცესისგან. ეს თავის დროზე, მოახერხა გახარიას პარტიამ, როდესაც შევიდა პარლამენტში. შესაძლოა, იგივე მცდელობა ჰქონდეს „ლელოსაც“, თუმცა, მეეჭვება, რომ მათ თავი დაიხსნან საკონსტიტუციო სარჩელისგან, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

პრემიერის თქმით, „ნაცმოძრაობა“, „ახალი“ „ლელო“, გახარია, სინამდვილეში არიან ერთი ძალა და მათ აერთიანებთ ერთი საერთო რამ - ყველა მათგანი არის უბრალოდ, აგენტურა და ისინი გარე ძალების კარნახით მოქმედებენ ჩვენს ქვეყანაში.

„ლელო“ ცდილობს, თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან და შესაბამისი პროცესისგან. ეს თავის დროზე, მოახერხა გახარიას პარტიამ, როდესაც შევიდა პარლამენტში. შესაძლოა, იგივე მცდელობა ჰქონდეს „ლელოსაც“, თუმცა, მეეჭვება, რომ მათ თავი დაიხსნან საკონსტიტუციო სარჩელისგან. ჩვენთვის ეს პარტიები არის აბსოლუტურად ერთიდაიგივე. „ნაცმოძრაობა“, „ახალი“ „ლელო“, გახარია, ყველა სხვა, ესენი სინამდვილეში არიან ერთი ძალა და მათ აერთიანებთ ერთი საერთო რამ - ყველა მათგანი არის უბრალოდ, აგენტურა და ისინი გარე ძალების კარნახით მოქმედებენ ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება ბოკერიას და მსგავსი ე.წ პოლიტიკოსების განცხადებებს, ასეთ განცხადებებს ისინი უკვე მრავალი წელია აკეთებენ, მათ უყვართ ბაქიბუქი და ვერ ელევიან ამ ყველაფერს, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ერთ შემთხვევაში მათი განცხადებები ვერ აღმოჩნდა წარმატებული. შეუძლიათ ილაპარაკონ, რაც უნდათ, საქართველო არის დემოკრატია და სისულელეების ლაპარაკიც შედის დემოკრატიის პრინციპის სივრცეში“, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა სეფაშვილი: როგორც ჩანს, გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონები ჩვენი ქვეყნის დამცავი ის ორი სამართლებრივი მექანიზმია, რომლებიც რეალურად აწუხებთ ევრობიუროკრატებს და საშუალებას არ აძლევთ, განახორციელონ თავიანთი ზრახვები საქართველოს მიმართ
პრემიერი: ვერავის შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით, ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღის და ვერც როსტოვის, როდესაც 14 დღეში, ერთი ექსპერტი წერს 100-გვერდიან დოკუმენტს, ამას პრეტენზია ვერ ექნება სამართლებრივ დასკვნაზე
პრემიერი: ჩვენ ვთავაზობთ აშშ-ს სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას, პროცესები, რაც ბოლო დროს წარიმართა, გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ რეალურად მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვა
პრემიერი: კორუფციასთან დაკავშირებით გაკეთდა განაცხადი, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში - მე პირადად მივიღე ეს, როგორც მკაფიო მინიშნება, რომ განსაკუთრებული ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული კორუფციის წინააღმდეგ
პრემიერი: ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს არა ევროპული ინტერესების შესაბამისად, არამედ გარე ძალების კარნახით, ასეთი კარნახით მოახერხეს მათ და ევროპის ეკონომიკა, რომლის წილი მსოფლიო ეკონომიკაში იყო 30%, შეამცირეს 17.5%-მდე
არქივი