პრემიერი: ვერავის შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით, ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღის და ვერც როსტოვის, როდესაც 14 დღეში, ერთი ექსპერტი წერს 100-გვერდიან დოკუმენტს, ამას პრეტენზია ვერ ექნება სამართლებრივ დასკვნაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 16 მარტი 2026, 20:04

რაც შეეხება მოსკოვის მექანიზმს, ჰააგას და ა.შ. ეს ჩვენთვის ვერ იქნება საინტერესო გამომდინარე იქიდან, რომ ის, რაც არის ასახული მოსკოვის მექანიზმის დოკუმენტში, ანგარიში, არის თავიდან ბოლომდე დაფუძნებული სიცრუეზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

პრემიერის თქმით, 14 დღეში, ერთი ექსპერტი როდესაც წერს 100-გვერდიან დოკუმენტს, ამას პრეტენზია ვერ ექნება სამართლებრივ დასკვნაზე.

„ჩვენ ერთი რამ გვაინტერესებს, მაგალითად პირი უბრუნდება ამ ანგარიშის ავტორს და საუბრობს მედიის თავისუფლებაზე, როდესაც ამ მექანიზმის ერთ-ერთი ინიციატორია დიდი ბრიტანეთი, რომელმაც სცადა პირდაპირ და უხეშად საქართველოში მედიის გაჩუმება. ეს არის მთავარი, რაც საზოგადოებას აინტერესებს, დანარჩენი ყველაფერი არის უინტერესო. ვერავის ვერ შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით, ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღის და ვერც როსტოვის. არ არის ეს საინტერესო. არც ჰააგის მექანიზმი არ გვაინტერესებს. იმდენად აბსურდულია ეს თემა, რომ საერთოდ კომენტარსაც ვერ გავაკეთებ. ეს არ არის სამართლებრივი დასკვნა, ეს არის მთლიანად პოლიტიკური დასკვნა. 14 დღეში, ერთი ექსპერტი როდესაც წერს 100-გვერდიან დოკუმენტს, ამას პრეტენზია ვერ ექნება სამართლებრივ დასკვნაზე. 14 დღეში შეისწავლა, დაწერა 100-გვერდიანი დოკუმენტი, ეს არის ცარიელი პოლიტიკური დასკვნა და შესაბამისად, ქართული საზოგადოებისთვის ვერ ექნება ამ დოკუმენტს ფასი", - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია: ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ
ირაკლი კირცხალია: საზოგადოებას შეეძლება, შემოიყვანოს 6 წლამდე ზევით ავტომობილი, ოღონდ გადაიხდის სხვა ბაჟს. 0-დან 6 წლამდე რჩება ისე, როგორც იყო გათვლილი ინიციატივის დროს - ასე, რომ ეს კანონპროექტი გამოვა განსახილველად
ეკა სეფაშვილი აშშ-ში ვიზიტზე: ვიზიტისას გამოიხატა მზადყოფნა დავიწყოთ მუშაობა ახალ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რაც არის თვისობრივად ახალი ურთიერთობების დასაწყისი
ეკა სეფაშვილი: როგორც ჩანს, გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონები ჩვენი ქვეყნის დამცავი ის ორი სამართლებრივი მექანიზმია, რომლებიც რეალურად აწუხებთ ევრობიუროკრატებს და საშუალებას არ აძლევთ, განახორციელონ თავიანთი ზრახვები საქართველოს მიმართ
პრემიერი: ჩვენ ვთავაზობთ აშშ-ს სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას, პროცესები, რაც ბოლო დროს წარიმართა, გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ რეალურად მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვა
არქივი