ეკა სეფაშვილი აშშ-ში ვიზიტზე: ვიზიტისას გამოიხატა მზადყოფნა დავიწყოთ მუშაობა ახალ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რაც არის თვისობრივად ახალი ურთიერთობების დასაწყისი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 16 მარტი 2026, 21:00
„ჩვენ არ უნდა ველოდოთ იმას, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები უცებ გადაიტვირთება და ისინი თვისობრივად ახალ ნიშნულზე ავა. თუმცა, ესეც პროცესია,“ -  განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა აშშ-ში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობის კომენტირებისას. 

როგორც სეფაშვილმა ჟურნალისტებთან  საუბრისას აღნიშნა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი  დაწყებულია და ამის  დასტურია ის, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, საქართველოზე ზეწოლა შეწყვეტილია. 

„ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ფაქტობრივად გადაიტვირთა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები, ანუ ბიძგი მიეცა ახალი ტიპის თანამშრომლობას. ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ ტრამპი ყველაფერ იმაზე საუბრობს, რაზეც ჩვენ 2-3 წლით ადრე ვლაპარაკობდით - დახურა USAID, NED, რადიო „თავისუფლება“ და პირდაპირ აცხადებდა, რომ ესენია სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევის მექანიზმები. იგივე ეხება ოჯახური ღირებულებების დაცვას - 17 მაისს, როცა ჩვენ ვზეიმობთ ოჯახური სიწმინდის დღეს, მათ ეს თარიღი საყოველთაო ლოცვის დღედ გამოაცხადეს. ის ზეწოლა, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იყო, ფაქტობრივად გაქრა. მაგალითად, ბაიდენის პრეზიდენტობის დროს, როცა ჩვენ გამჭვირვალობის შესახებ კანონზე ვმუშაობდით და მის მიღებას ვცდილობდით, დღეში ორჯერ, სახელმწიფო მდივნიდან დაწყებული და ელჩით დამთავრებული, გამოდიოდნენ და მოუწოდებდნენ საქართველოს მოსახლეობას არ მიეღოთ ეს კანონი. ისინი არგუმენტებად რაღაც საშინელებებს ასახელებდნენ, რაც სიმართლესთან ახლოს არ იყო და ეს ხდებოდა იმ პირობებში, როცა უკრაინაში გამძვინვარებული ომი იყო. სწორედ ამ დროს - დილას, შუადღეს და საღამოს, იცლიდნენ  საქართველოსთვის. ეს მოცემულობა ტრამპის  მოსვლისთანავე გაქრა. 

რაც შეეხება ვიზიტს, ჩვენ არ უნდა ველოდოთ იმას, რომ ურთიერთობები უცბად გადაიტვირთება და ისინი თვისობრივად ახალ ნიშნულზე ავა. თუმცა, ესეც პროცესია - ჯერ ზეწოლა შეწყდა, ახლა ვიზიტი შედგა და ა.შ.

სხვათა შორის, ვიზიტისას, როცა ჩვენ კონგრესმენებსა და სენატორებს ვხვდებოდით, ყოველთვის სუფევდა მეგობრული ატმოსფერო. მე დამრჩა  შთაბეჭდილება, რომ მათ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია აქვთ  საქართველოს შესახებ. ერთ მნიშვნელოვან მომენტს გავუსვამ ხაზს - ჩვენი ვიზიტი სასესიო კვირას დაემთხვა და დროში ცოტა შეზღუდული ვიყავით. მაგრამ ამ შეზღუდულ ვითარებაში იგრძნობოდა  ყველას მხრიდან აუცილებელი შეხვედრის სურვილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველამ გამოხატა მზადყოფნა დავიწყოთ მუშაობა ახალ სტრატეგიულ პარტნიორობაზე. სწორედ ეს არის თვისობრივად ახალი ურთიერთობების დასაწყისი,“ -  განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - კორუფციასთან ბრძოლის კუთხით სწორ გზას ვადგავართ
პრემიერი: კახა ბენდუქიძე მინისტრი იყო და თავის თავზე ყიდდა ქონებას 1 ლარად. ეს არის კორუფციის ხელოვნების დონემდე აყვანა, ჩვენ ამ მაგალითს გამეორება არ გვინდა,
ირაკლი კირცხალია: ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ
ირაკლი კირცხალია: საზოგადოებას შეეძლება, შემოიყვანოს 6 წლამდე ზევით ავტომობილი, ოღონდ გადაიხდის სხვა ბაჟს. 0-დან 6 წლამდე რჩება ისე, როგორც იყო გათვლილი ინიციატივის დროს - ასე, რომ ეს კანონპროექტი გამოვა განსახილველად
ეკა სეფაშვილი: როგორც ჩანს, გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონები ჩვენი ქვეყნის დამცავი ის ორი სამართლებრივი მექანიზმია, რომლებიც რეალურად აწუხებთ ევრობიუროკრატებს და საშუალებას არ აძლევთ, განახორციელონ თავიანთი ზრახვები საქართველოს მიმართ
არქივი