ირაკლი კირცხალია: საზოგადოებას შეეძლება, შემოიყვანოს 6 წლამდე ზევით ავტომობილი, ოღონდ გადაიხდის სხვა ბაჟს. 0-დან 6 წლამდე რჩება ისე, როგორც იყო გათვლილი ინიციატივის დროს - ასე, რომ ეს კანონპროექტი გამოვა განსახილველად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 16 მარტი 2026, 21:04

საზოგადოებას შეეძლება, შემოიყვანოს ექვს წლამდე ზევით ავტომობილი, ოღონდ გადაიხდის სხვა ბაჟს. 0-დან 6 წლამდე რჩება ისე, როგორც იყო გათვლილი ინიციატივის დროს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.

მან ისაუბრა მიმდინარე კვირაში განსახილველ საკანონმდებლო ინიციატივებზე. მისივე თქმით, ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით კანონპროექტს განსახილველად გამოიტანენ.

„ყველას გახსოვთ პრემიერის გადაწყვეტილება, როდესაც გაუქმდა ის აკრძალვა - პირველ აპრილამდე ექვს წელზე ზემოთ ავტომობილების შემოყვანაზე და შეიცვალა საკითხით, რომელიც დაარეგულირებს, კერძოდ, კოდექსში შევა ცვლილება და გაიზრდება აქციზის გადასახადი. ასე, რომ არანაირი აკრძალვა აღარ იმოქმედებს. საზოგადოებას შეეძლება, შემოიყვანოს ექვს წლამდე ზევით ავტომობილი, ოღონდ გადაიხდის სხვა ბაჟს. 0-დან 6 წლამდე რჩება ისე, როგორც იყო გათვლილი ინიციატივის დროს. ასევე, მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მომავალზე, ჯანდაცვაზე, გარემოზე, განახლებულ ავტოპარკზე და გვინდა, რომ განახლდეს ავტოპარკი; როდესაც ვსაუბრობთ მოძველებულ ავტოპარკზე ასეთი სახის რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია. ასე, რომ ეს კანონპროექტი გამოვა განსახილველად.

ასევე, მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით ავტომოყვარულების სფეროში ეს საკითხიც და მეორე საკითხიც, რომელიც შეეხება რეტრო მანქანებს, რეტრო ავტომობილებს. აქაც 40-დან 30 წლამდე დაიწევს ზღვარი საკანონმდებლო კუთხით - მათი განბაჟების მიმართებით. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ასევე, მინდა გამოვეხმაურო იმ დადებით გამოხმაურებებს, რომელიც მივიღეთ სხვადასხვა ავტომოყვარულთა საზოგადოებიდან თუ კლუბიდან“, - განაცხადა კირცხალიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - კორუფციასთან ბრძოლის კუთხით სწორ გზას ვადგავართ
პრემიერი: კახა ბენდუქიძე მინისტრი იყო და თავის თავზე ყიდდა ქონებას 1 ლარად. ეს არის კორუფციის ხელოვნების დონემდე აყვანა, ჩვენ ამ მაგალითს გამეორება არ გვინდა,
ირაკლი კირცხალია: ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ
ეკა სეფაშვილი აშშ-ში ვიზიტზე: ვიზიტისას გამოიხატა მზადყოფნა დავიწყოთ მუშაობა ახალ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რაც არის თვისობრივად ახალი ურთიერთობების დასაწყისი
ეკა სეფაშვილი: როგორც ჩანს, გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონები ჩვენი ქვეყნის დამცავი ის ორი სამართლებრივი მექანიზმია, რომლებიც რეალურად აწუხებთ ევრობიუროკრატებს და საშუალებას არ აძლევთ, განახორციელონ თავიანთი ზრახვები საქართველოს მიმართ
არქივი