ირაკლი კობახიძე ბერდია სიჭინავას: რამდენი ქონება გასხვისდა ერთ ლარად, როდესაც თქვენ მოღვაწეობდით მთავრობის ადმინისტრაციაში და გახარია იყო პრემიერი. ჩვენ პოლიტიკური ნება აღმოგვაჩნდა, რომ ნეპოტიზმის პრაქტიკა მოგვესპო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 17 მარტი 2026, 00:18

მოვედით და მთლიანად დავარეგულირეთ პროცესი, აუქციონის გარეშე არაფერი აღარ იყიდება, რაც თეორიულადაც კი გამორიცხავს კორუფციის რისკებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებში.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამჭვირვალედ აუქციონზე გადის ნებისმიერი ქონება.

„იყავით და გაგეკეთებინათ. რამდენი ქონება გასხვისდა ერთ ლარად იმ დრო, როდესაც თქვენ მოღვაწეობდით მთავრობის ადმინისტრაციაში და როდესაც გიორგი გახარია იყო პრემიერ-მინისტრი. ნეპოტიზმი - ვინ გიშლიდათ. ნეპოტიზმი მაშინაც იყო რეალურად როგორც რკინიგზაში, ისე ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში, ისე სხვაგან. ჩვენ პოლიტიკური ნება და გამბედაობა აღმოგვაჩნდა იმისათვის, რომ ნეპოტიზმის პრაქტიკა მთლიანად მოგვესპო სახელმწიფო საწარმოებში. იყავით და გაგეკეთებინათ.

რაც შეეხება იმას, რომ სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლა არ არის კორუფცია, რა თქმა უნდა, ამით დავიწყე საუბარი. მარტო ეს არ არის, ეს არის ერთი პატარა ნაწილი კორუფციასთან ბრძოლის, ყველაფერი დანარჩენი არის უფრო მნიშვნელოვანი, რაზეც მე მქონდა საუბარი.

რაც შეეხება რესურსების პირთა ვიწრო წრეში კონცენტრირება, სახელმწიფოს მიტაცება, აქაც არ არსებობს არავითარი კონკრეტული ფაქტი, გარემოებათა ერთობლიობა, სხვათა შორის სახელმწიფოს მიტაცება მაშინაც აქტუალური ტერმინი იყო, NGO-ები ატრიალენდნენ ამას როდესაც თქვენი პარტიის თავმჯდომარე იყო პრემიერ-მინისტრი. სახელმწიფოს მიტაცება მერე არ მოუგონიათ, არც ღარიბაშვილის და არც ჩემ დროს. თავის დროზე თქვენი თავმჯდომარე როცა იყო პრემიერ-მინისტრი, ეს ყალბი მესიჯები მაშინაც ტრიალებდა NGO-ების მხრიდან და კონკრეტული უცხოელი სუბიექტების მხრიდან, მაშინ ერთად ვიცავდით სახელმწიფოს ამ ყალბი ნარატივისგან. დღეს თქვენ თვითონვე იმეორებთ იმ ტერმინს, რასაც თქვენი პარტიის თავმჯდომარის წინააღმდეგ იყენებდნენ სრულიად ყალბად თავის დროზე.

რაც შეეხება OECD-ის, კორუფცია არაფერ შუაში არ არის OECD-იდან გასვლასთან. საერთოდ სხვა მოთხოვნები ჰქონდათ. რეალურად OECD-იმ რატომღაც გადაწყვიტა ის მოთხოვნები, რომლებიც თავის დროზე იყო ასახული, მათ შორის მიშელის შეთანხმებაში, გადმოეტანათ თავისკენ და ჩვენ გვთხოვდა ამ თავისი ხაზით, კონრკეტული არასწორი ვალდებულებების შესრულებას. კორუფციასთან არ იყო კავშირში OECD-იდან გასვლა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: 2023 წლის დეკემბრისთვის ჩვენ გამოვავლინეთ პრობლემების ერთობლიობა, დაიწყო ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და კონკრეტული შედეგები მივიღეთ, ეს შედეგები კონკრეტულ მონაცემებსა და ფაქტებშია გამოხატული
პრემიერი: ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას, კორუფციასთან ბრძოლაც დააანონსა სწორედ ივანიშვილმა, როდესაც კონკრეტული პრობლემები დაინახა
ირაკლი კობახიძე: მოგვიტანეთ კონკრეტული საქმეები, გვითხარით, რომ აქ ხედავთ კორუფციის ნიშნებს და თუ არ გვექნება რეაგირება, მერე ისაუბრეთ, რომ ყალბია ჩვენი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ
პრემიერი ბერდია სიჭინავას: იყავით და არ გააკეთეთ, თქვენს დროს დაიხურა სამართლებრივი აქტები და მიზეზი იყო პირადად გიორგი გახარიას გადაწყვეტილება, რომელიც უკმაყოფილებას გამოხატავდა, რომ კონკრეტულ აქტებს მოჰყვა კონკრეტული რეაქციები
პრემიერი: ზუსტად იმისათვის, რომ ის არ მოხდეს, რაც ხდებოდა, 1 ლარად საკუთარ თავზე მისხვისება და უამრავი სხვა უბედურება, მხოლოდ აუქციონით იყიდება სახელმწიფო ქონება და ყველა შესყიდვა ხორციელდება ონლაინ, სრულიად გამჭვირვალედ
არქივი