ჭიათურის მანგანეზის ფუნქციონირებაში სახელმწიფო ძალიან ფართოდ არის ჩართული და ძალიან ფართოდ ეხმარება ამ საწარმოს იმისათვის, რომ ადამიანები არ დარჩნენ უმუშევრად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ზე გამართულ დებატებში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საწარმო რეალურად სახელმწიფოს ირიბი სუბსიდიით ფუნქციონირებს.
„რაც შეეხება ჭიათურის მანგანეზს, ამაზე თქვენი შუამდგომლობა არ გვჭირდება, სახელმწიფო ძალიან ფართოდ არის ჩართული ამ საწარმოს ფუნქციონირებაში და ძალიან ფართოდ ეხმარება ამ საწარმოს იმისათვის, რომ ადამიანები არ დარჩნენ უმუშევრად და ყველა საკითხზე გვაქვს მუდმივი განხილვები და თქვენი შუამავლობის გარეშე მივხედავთ ამ საკითხს.
მაღაროელების და მთავრობის ხელმძღვანელის დებატები ანომალიაა. აქ საუბარია საწარმოზე, რომელიც რეალურად სახელმწიფო სუბსიდიით ფუნქციონირებს, ირიბი სუბსიდიით ფუნქციონირებს უამრავი წელია. პრობლემურია თავისი შინაარსით, გლობალურად ფასებია დაცემული მანგანეზზე და არის უამრავი პრობლემა, რის გამოც მოგებაზე ვერ გადის. ვერც მაშინ ვერ გადიოდა, როცა თქვენი პარტიის თავმჯდომარე იყო პრემიერ-მინისტრი და ვერც დღეს ვერ გადის. არც მისი ბრალი იყო და არც ჩვენი, რადგან ობიექტური მიზეზები აქვს. ფასები ბოლო წლების განმავლობაში არის ბევრად შემცირებული წიაღისეულზე, რის გამოც, ტექნიკურად შეუძლებელია მისი მოგებაზე გასვლა. ამ საკითხზე მუდმივად ვმუშაობთ და ჩვენი ირიბი, ძალიან დიდი, მრავალმილიონიანი სუბსიდირების ქვეშ არის ეს საწარმო იმისათვის, რომ ეს ადამიანები არ დარჩნენ უმუშევრად და როგორმე მოხერხდეს მათთვის შესაბამისი სოციალური პირობებით შექმნა“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრს ბერდია სიჭინავს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |