7
17 მარტი 2026, 00:44
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გიორგი გახარიამ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და თავად იყო პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილებაზე.
„მე იქ ვიყავი და ვიცი რაც მოხდა. ზედმეტად ვერ შევიჭრებოდი პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაში. მაშინ ვიყავი პარტიის აღმასრულებელი მდივანი, პრემიერმა მიიღო რაღაც გადაწყვეტილება თავისი პასუხისმგებლობით, ასე იყოფა ხოლმე გუნდის შიგნით პასუხისმგებლობები. ზედმეტად არ შეიძლება, გუნდის ერთი წევრი, მეორეს პრეროგატივაში შეიჭრას, თუ რაღაც უბედურება არ ხდება. ამ შემთხვევაში მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და თავად იყო პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილებაზე. პრივატიზაციის პრაქტიკა შეგეზღუდათ, გაგეკეთებინათ ეს ყველაფერი, რატომ არ გააკეთეთ. შესყიდვების პროცედურები გაგეუმჯობესებინათ. იყავით და არ გააკეთეთ, ამაზე მაქვს საუბარი. კოვიდი არაფერ შუაში არ არის ამ ყველაფერთან და აქტების უმრავლესობა კოვიდს არ ეხებოდა, ბევრი სხვა აქტიც იყო გამოცემული იმ პერიოდში, რაც კოვიდთან არ არის დაკავშირებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |