ევროკავშირში გვესმის რა ვითარებაცაა. მათი მიზანი საქართველოს მიმართ, ნაკლებად იყო დაკავშირებული რეალურ დემოკრატიასთან; დაკავშირებული იყო ჯერ არჩევნების მექანიზმით, მერე რევოლუციური პროცესების წახალისებით საქართველოში მათთვის სასურველი ხელისუფლების მოყვანასთან, - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი.
დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით ქმედითი ნაბიჯების ნაცვლად, კვლავ მსჯელობის რეჟიმში რჩება.
„ეს არცერთი მხრიდან გამოუვიდათ, არც მეორე მხრიდან, ამიტომ სხვადასხვა მანიპულაციებს მიმართავენ. მაგრამ ეს მანიპულაციები, როგორც ჩანს, არ არის ბოლომდე საკმარისი იმისთვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯები გადადგან“, - აღნიშნა მან.
საქართველოსთან მიმართებით რა ქმედით ნაბიჯებზე იმსჯელეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა - უცნობი დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ დილიდან ევროპელი დიპლომატების მხრიდან მკაცრი განცხადებები ისმოდა, სხდომის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ევროკავშირი ქმედითი ნაბიჯების ნაცვლად, კვლავ მსჯელობის რეჟიმში რჩება.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |