Axios: ირანსა და აშშ-ს შორის უკანასკნელ დღეებში პირდაპირი კომუნიკაცია შედგა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 17 მარტი 2026, 09:56

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩისა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შორის არსებული პირდაპირი კომუნიკაციის არხი უკანასკნელ დღეებში გააქტიურდა. ინფორმაციას Axios-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენად შინაარსიანი შეტყობინებები გაცვალეს ერთმანეთში არაღჩიმ და უიტკოფმა, მაგრამ ეს იყო პირველი პირდაპირი კონტაქტი მხარეებს შორის მას შემდეგ, რაც ორი კვირის წინ ომი დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ თავად არაღჩიმ აღნიშნული კონტაქტი უარყო და სოციალურ ქსელ X-ში დაწერა: „ჩემი ბოლო კონტაქტი ბატონ უიტკოფთან მოხდა მანამ, სანამ მისმა დამსაქმებელმა დიპლომატიაზე უარის თქმა ირანზე კიდევ ერთი უკანონო თავდასხმით არ გადაწყვიტა“, - დაწერა არაღჩიმ.

თუმცა, ერთ-ერთი ამერიკელი ჩინოვნიკი ამბობს, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ტყუის.

გარდა ამისა, როგორც ამერიკელი ჩინოვნიკი ამბობს, არაღჩი უიტკოფს მოკლეტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა, რომლებშიც დიდი ყურადღება ომის დასრულებას ეთმობოდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცოტნე ანანიძე: პრემიერის მონაწილეობით გუშინდელი დებატები, გამოცდილი პედაგოგისა და ურჩი, მოუმზადებელი მოსწავლეების გაკვეთილს ჰგავდა
ABC News: მარკო რუბიომ ამერიკელ დიპლომატებს მთელ მსოფლიოში დაავალა ზეწოლა მოახდინონ ქვეყნებზე, რათა მათ „თავდასხმის მაღალი რისკის“ ფონზე ირანის წინააღმდეგ ზომებს მიმართონ
ქადაგიშვილი: ევროკავშირის იზანი იყო ჯერ არჩევნების მექანიზმით, მერე რევოლუციური პროცესების წახალისებით საქართველოში მათთვის სასურველი ხელისუფლების მოყვანა
პატრიცია გჟებიკის თქმით, „მოსკოვის მექანიზმის“ დოკუმენტში არ წერია, რომ ქართული ხელისუფლების მისამართით სისხლის სამართლებრივი ბრძოლის დაწყებაა საჭირო - მან პოლონეთის ხელისუფლებასთან მისი მჭიდრო კავშირებიც არ უარყო
ევროკომისიის პრესსპიკერმა, კითხვაზე, რა სახის დარღვევა ხდებოდა ყულევში, განაცხადა, რომ არ გააჩნია შემთხვევის დეტალები, მაგრამ, “როგორც წარმოუდგენია, ასე ხდებოდა”
არქივი