ABC News: მარკო რუბიომ ამერიკელ დიპლომატებს მთელ მსოფლიოში დაავალა ზეწოლა მოახდინონ ქვეყნებზე, რათა მათ „თავდასხმის მაღალი რისკის“ ფონზე ირანის წინააღმდეგ ზომებს მიმართონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
69 17 მარტი 2026, 10:31

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ამერიკელ დიპლომატებს მთელ მსოფლიოში დაავალა მოუწოდონ უცხო სახელმწიფოებს „მიიღონ ზომები ირანისა და ირანთან დაკავშირებული ტერორისტული ჯგუფების ჩვენს ქვეყანაზე და მოქალაქეებზე თავდასხმის შესაძლებლობების შეზღუდვისთვის“. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

ამერიკული ტელეარხის ცნობით, მათ ხელში ჩაუვარდათ დეპეშა, რომელიც რუბიომ ამერიკელ დიპლომატებს მისწერა.

ABC News-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს, განსაკუთრებით ჰორმუზის სრუტის სრული გახსნის ნაწილში.

როგორც ტრამპმა განაცხადა, ქვეყნების სია, რომლებიც დახმარების აღმოჩენას დათანხმდნენ, მალე გასაჯაროვდება.

დიპლომატებისთვის მიწერილ წერილში რუბიო არ ამბობს, რამდენად მაღალია ირანის თავდასხმის რისკი, თუმცა ხაზს უსვამს, რომ კომბინირებული მიდგომა ამ საფრთხის გასანეიტრალებლად საუკეთესო სტრატეგიაა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცოტნე ანანიძე: პრემიერის მონაწილეობით გუშინდელი დებატები, გამოცდილი პედაგოგისა და ურჩი, მოუმზადებელი მოსწავლეების გაკვეთილს ჰგავდა
Axios: ირანსა და აშშ-ს შორის უკანასკნელ დღეებში პირდაპირი კომუნიკაცია შედგა
ქადაგიშვილი: ევროკავშირის იზანი იყო ჯერ არჩევნების მექანიზმით, მერე რევოლუციური პროცესების წახალისებით საქართველოში მათთვის სასურველი ხელისუფლების მოყვანა
პატრიცია გჟებიკის თქმით, „მოსკოვის მექანიზმის“ დოკუმენტში არ წერია, რომ ქართული ხელისუფლების მისამართით სისხლის სამართლებრივი ბრძოლის დაწყებაა საჭირო - მან პოლონეთის ხელისუფლებასთან მისი მჭიდრო კავშირებიც არ უარყო
ევროკომისიის პრესსპიკერმა, კითხვაზე, რა სახის დარღვევა ხდებოდა ყულევში, განაცხადა, რომ არ გააჩნია შემთხვევის დეტალები, მაგრამ, “როგორც წარმოუდგენია, ასე ხდებოდა”
არქივი