შალვა პაპუაშვილი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა იყო, არის და იქნება ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი სტრატეგია, რომლის მანდატიც გვაქვს ქართველებიგან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 17 მარტი 2026, 12:41

ძველი წესრიგი - ცივი ომის თუ პოსტ-ცივი ომის დროინდელი - დასრულებულია, ახალი წესრიგის დაბადება კი ყოველთვის ტკივილით ხდება. ასე ყოფილა ადრეც და ასე იქნება ახლაც, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა, მისი სიძლიერე და სიმტკიცე, იყო, არის და იქნება ქვეყნის დაცულობის და უსაფრთხოების მთავარი სტრატეგია.

„უკრაინის ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე, როდესაც იმედი გვქონდა, რომ გაერთიანებული დასავლეთი უკრაინის დაცვას თუ ვერა, ომის შეჩერებას მაინც შეძლებდა, ვიხილეთ დაშლილი და ფრაგმენტირებული დასავლეთი და ახალი ომი ჩვენს საზღვრებთან კიდევ უფრო ახლოს, ჩვენს მეზობლებთან კიდევ უფრო მჭიდროდ. ისტორიულად ომი ყოველთვის იყო და იქნება პოლიტიკის გაგრძელება. ხანმოკლე ილუზია, რომ ისტორია დასრულდა და სამყაროს მხოლოდ მშვიდობა მართავს, გაქარწყლდა.

თუმცა, საქართველომ მოახერხა და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეძლო გამოემუშავებინა საქართველოს სუვერენულ ეროვნულ ინტერესებსა და მშვიდობის კონცეფციაზე აგებული უსაფრთხოების დოქტრინა, რომელსაც ერთგულად და თანმიმდევრულად იცავს.

ამიტომ გვსურს დავარწმუნოთ ჩვენი ამომრჩეველი და ყველა ჩვენი მოქალაქე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა, მისი სიძლიერე და სიმტკიცე, იყო, არის და იქნება ქვეყნის დაცულობის და უსაფრთხოების მთავარი სტრატეგია, რომლის პირდაპირი მანდატიც გვაქვს ქართველი ხალხისგან. ამ მტკიცე ჯაჭვს ვერავითარი გარე ძალა, უცხოური ინტერესები და მეხუთე კოლონა ვერ გაწყვეტს.

ამ რთულ დროში კი ჩვენი გზამკვლევი და მომავლის ჩირაღდანი ისევ ის საუნჯეა, რაც დაგვიტოვეს წინაპრებმა - ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება. საქართველო უპირველეს ყოვლისა - ეს არის ჩვენი მთავარი სათქმელიც და ჩვენი მთავარი იდეოლოგიაც.

ყველას გისურვებთ სამშობლოს ერთგულებით, ერთობითა და სიყვარულით საქმიანობას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, ალი ლარიჯანი მოკლულია
მიხეილ სარჯველაძე პატრიარქზე: რაც აუცილებელია პაციენტის საუკეთესო მკურნალობისთვის, უკლებლივ ყველაფერი უზრუნველყოფილია
ხუნდაძე: გთავაზობთ, 6 წელზე უფრო ძველი მანქანებისთვის გადასახადის დიფერენცირება მოხდეს შემდეგნაირად : 7 - 8 წლამდე წლოვანების მანქანებზე გადასახადი გავზარდოთ არა 6-ჯერ, არამედ იყოს 2 ლარი; 8-დან 10-მდე - 2.5-ლარი, 11-დან 12 წლამდე - 3-ლარი
მიხეილ ყაველაშვილი: იმედი უნდა ვიქონიოთ და ვილოცოთ, რომ პატრიარქი გამოჯანმრთელდეს
პაპუაშვილი: 4 წლის წინ საქართველო მზად აღმოჩნდა, ეთქვა უარი ომის ლოგიკაზე, დამდგარიყო მშვიდობის მხარეს და დაებრუნებინა მთავარი - საქართველოს ეროვნული ინტერესი
არქივი