65
17 მარტი 2026, 12:51
უჩა ნანუაშვილმა საკუთარი გადაწყვეტილება სუს-ში მისვლაზე შეცვალა, მან გამომძიებელს დაურეკა და უთხრა, რომ სასამართლოში გამოიკითხებოდა.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „იმედინიუსის“ შეკითხვის პასუხად განაცხადეს, ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი თავდაპირველად სუს-ში მისვლაზე თანახმა იყო, თუმცა მოვიანებით გამომძიებელს დაურეკა და უთხრა, რომ სასამართლოში გამოიკითხებოდა.
სუს-ში იგი „ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთან კომუნიკაციის საკითხზეა დაბარებული. კერძოდ, საქმე ეხება ოპოზიციის აქტივისტის, დავით ქაცარავას განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ უჩა ნანუაშვილი მას „მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მოწმედ გამოკითხვას დაჰპირდა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |