პაპუაშვილი: 4 წლის წინ საქართველო მზად აღმოჩნდა, ეთქვა უარი ომის ლოგიკაზე, დამდგარიყო მშვიდობის მხარეს და დაებრუნებინა მთავარი - საქართველოს ეროვნული ინტერესი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
55 17 მარტი 2026, 13:12

ორიოდე კვირის წინ შესრულდა ოთხი წელი, რაც ჩვენ ვუყურებთ ომის ქარცეცხლში გახვეულ ევროპას. ოთხი წელია ვუყურებთ მის ტერიტორიულად უდიდესი სახელმწიფოს ტრაგედიას და ევროკავშირის უუნარობას, გაუმკლავდეს სულ უფრო მზარდ კრიზისს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის ანგარიშის წარდგენის დროს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თითოეული დღე, რომელიც ომის დღის წესრიგით თენდება, ამძაფრებს გეოპოლიტიკურ კრიზისს და აღრმავებს უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემის ეროზიას. ჩვენ ვხედავთ სრულ უუნარობას, გადაიდგას ქმედითი და მტკიცე ნაბიჯები, რომელიც დაასრულებდა ომს, უკრაინელი ხალხის ტანჯვას და მათი სახელმწიფოს ნგრევას.

,,ოთხი წლის წინ საქართველო მზად აღმოჩნდა, ხმამაღლა ეთქვა უარი ომის ლოგიკაზე, დამდგარიყო მშვიდობის მხარეს და კრიზისის პოლიტიკურ ეპიცენტრში დაებრუნებინა მთავარი ცნება - საქართველოს ეროვნული ინტერესი, როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი განმსაზღვრელი და მდგენელი.

სწორედ ამიტომ აღშფოთდნენ ის ძალები, რომლებიც ქართულ სახელმწიფოს ქედმაღლურად უყურებდნენ, ჩვენს მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება გააჩნდათ და საკუთარ გეოპოლიტიკურ სცენარში „გასაწირი პაიკის“ როლი მოგვაკუთვნეს. მათთვის უცხოური მეურვეობა, სადამრიგებლო ჭკუის-სწავლებები, ქსელური აქტივიზმი და მრავალშრიანი გარე დაფინანსება უნდა ყოფილიყო ის ბერკეტი, რომლითაც, ომის ხანაში, საქართველოსთვის, თავს უნდა მოეხვიათ ახალი „ფუნქცია“ - საკუთარი სისხლი დაეღვარა სხვისი უსაფრთხოებისთვის, საკუთარი მიწა დაეკარგა სხვისი მიწის შენარჩუნებისთვის, საკუთარი მომავალი გაეწირა სხვისი კეთილდღეობისთვის“, - განცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს, კიდევ 5 პირს ბრალი წარედგინება
ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, ალი ლარიჯანი მოკლულია
მიხეილ სარჯველაძე პატრიარქზე: რაც აუცილებელია პაციენტის საუკეთესო მკურნალობისთვის, უკლებლივ ყველაფერი უზრუნველყოფილია
ხუნდაძე: გთავაზობთ, 6 წელზე უფრო ძველი მანქანებისთვის გადასახადის დიფერენცირება მოხდეს შემდეგნაირად : 7 - 8 წლამდე წლოვანების მანქანებზე გადასახადი გავზარდოთ არა 6-ჯერ, არამედ იყოს 2 ლარი; 8-დან 10-მდე - 2.5-ლარი, 11-დან 12 წლამდე - 3-ლარი
მიხეილ ყაველაშვილი: იმედი უნდა ვიქონიოთ და ვილოცოთ, რომ პატრიარქი გამოჯანმრთელდეს
არქივი