მიხეილ ყაველაშვილი: იმედი უნდა ვიქონიოთ და ვილოცოთ, რომ პატრიარქი გამოჯანმრთელდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 17 მარტი 2026, 13:24

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ იმყოფებოდა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, უწმინდესი და უნეტარესი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მის გამოსაჯანმრთელებლად ინტენსიური მკურნალობა მიმდინარეობს.

„რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი. რთული მდგომარეობაა, მაგრამ ინტენსიური მკურნალობა მიმდინარეობს და იმედი უნდა ვიქონიოთ, ყველამ ვილოცოთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს, პატრიარქი ისევ გამოჯანმრთელდეს და დაგვიბრუნდეს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება უწმინდესის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს, კიდევ 5 პირს ბრალი წარედგინება
ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, ალი ლარიჯანი მოკლულია
მიხეილ სარჯველაძე პატრიარქზე: რაც აუცილებელია პაციენტის საუკეთესო მკურნალობისთვის, უკლებლივ ყველაფერი უზრუნველყოფილია
ხუნდაძე: გთავაზობთ, 6 წელზე უფრო ძველი მანქანებისთვის გადასახადის დიფერენცირება მოხდეს შემდეგნაირად : 7 - 8 წლამდე წლოვანების მანქანებზე გადასახადი გავზარდოთ არა 6-ჯერ, არამედ იყოს 2 ლარი; 8-დან 10-მდე - 2.5-ლარი, 11-დან 12 წლამდე - 3-ლარი
პაპუაშვილი: 4 წლის წინ საქართველო მზად აღმოჩნდა, ეთქვა უარი ომის ლოგიკაზე, დამდგარიყო მშვიდობის მხარეს და დაებრუნებინა მთავარი - საქართველოს ეროვნული ინტერესი
არქივი