11
17 მარტი 2026, 13:52
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ისრაელის თავდაცვის არმიის საჰაერო დარტყმებს ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, ალი ლარიჯანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.
მანამდე ისრაელის თავდაცვის არმიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ წუხელ ირანზე თავდასხმის სამიზნეს ლარიჯანი წარმოადგენდა.
კაცის თქმით, ლარიჯანისთან ერთად მოკლულია „ბასიჯის“ ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, ღოლამრეზა სოლეიმანი.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |