კაია კალასი: ირანში ომის გაჩერება ყველას ინტერესში იქნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 17 მარტი 2026, 15:44

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასის განცხადებით, ირანში ომის გაჩერება ყველა მხარის ინტერესში იქნება.

„მგონია, რომ ომის გაჩერება ყველას ინტერესში იქნება. ომის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მისი დაწყება მარტივია, ხოლო გაჩერება დიდ ძალისხმევას მოითხოვს. რა თქმა უნდა, ჩვენ მოწადინებულნი ვართ დავეხმაროთ დიპლომატიურად მხარეებს მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას და ომი გააჩერონ“, - თქვა კალასმა.

მისი თქმით, ევროკავშირი და აშშ კვლავ მოკავშირეები არიან, თუმცა ამერიკის მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები ბრიუსელისთვის გაუგებარია.

„რა თქმა უნდა, ჩვენ და ამერიკა მოკავშირეები ვართ, მაგრამ ჩვენ არ გვესმის ბოლო დროს მათ მიერ გადადგმული ნაბიჯების. ჩვენთან კონსულტაციები არ გაუვლიათ და ჩვენთვის გაურკვეველია ამ ომის მიზნები. ამავდროულად, მზად ვართ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განსავითარებლად, მაგრამ ტანგოს ორი ადამიანი სჭირდება. ნებისმიერ ურთიერთობას ორი მხარე სჭირდება“, - დასძინა კალასმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი