ყველაფერს კადრულობენ ჩვენი ქვეყნის მიმართ და თუ ფაქტი ეჭირათ ხელში, როგორ არ მოხდებოდა დასანქცირება, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ყულევის პორტის სასანქციო სიიდან ამოღების საკითხს.
მისივე თქმით, საქართველოში საქნციების გვერდის ავლის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
„ისევ აღქმებზე დამყარებული სურვილები, რომ დააზიანონ ჩვენი ქვეყანა. ხელში არ აქვთ არანაირი ფაქტი. ყველაფერს კადრულობენ ჩვენი ქვეყნის მიმართ და თუ ფაქტი ეჭირათ ხელში, როგორ არ მოხდებოდა დასანქცირება. ეს იყო ნიღბის ჩამოხსნა ევროჩინოსნების იმ სურვილებისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაზიანდეს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებიდან ირკვევა, რომ მან ყულევის პორტის სასანქციო სიაში შეყვანის საქმის დეტალები არ იცის.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |