ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირზე: კარგად ხვდებიან, რომ არც გამჭვირვალობისა და არც „ოჯახური ღირებულებების“ კანონი საქართველოს მოსახლეობაში პროტესტს არ იწვევს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 17 მარტი 2026, 15:55

ევროკავშირში კარგად ხვდებიან, რომ არც გამჭვირვალობისა და არც „ოჯახური ღირებულებების“ კანონი საქართველოს მოსახლეობაში პროტესტს არ იწვევს, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

„ეს რიტორიკა გამიზნულია იქითკენ, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე მუდმივი ზეწოლა მოახდინონ. ვხედავთ, რომ ფაქტიურად სათქმელი აღარაფერი აქვთ, ერთი და იგივეს იმეორებენ. თუ ბოლომდე ჩავყვებით ყველაფერი დადის „გამჭირვალობის კანონამდე“ და „ოჯახური ღირებულებების“ კანონამდე და ამ ყველაფრის შეფუთვას ცდილობენ თითქოს ეს არის დემოკრატიის უკუსვლის შედეგი“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მკაცრი განცხადებების მიუხედავად, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ევროკავშირი ქმედითი ნაბიჯების ნაცვლად, კვლავ მსჯელობის რეჟიმში რჩება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი