ენერგეტიკაზე ფასების ზრდის მიუხედავად კალასი რუსეთთნ შეთანხმების დადების წინააღმდეგია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 17 მარტი 2026, 16:10

ევროკავშირს არ აქვს სურვილი, რუსეთისთან ენერგეტიკული შეთანხმებები დადოს, მიუხედავად ფასების ზრდისა. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი პოზიცია ევროკავშირის წარმომადგენლებს დახურულ შეხვედრებზეც აქვთ, კავშირი უნდა „დარჩეს ფხიზლად“ და არ წავიდეს მოსკოვთან დათმობებზე.

„მე ვიყავი დახურულ შეხვედრებზე და იქ ასეთი ენთუზიაზმი არ მინახავს [სხვა ევროპელ პოლიტიკოსებს შორის]. როდესაც რუსეთთან ვსაუბრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანია შევთანხმდეთ იმაზე, რაზე გვინდა მასთან საუბარი. [...] ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად და არ მივცეთ რუსეთს ის, რაც მას სურს - მათი მოთხოვნები მხოლოდ გაიზრდება,“ - განაცხადა კალასმა.

ევროდიპლომატიის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი ერგება აშშ-ის ქმედებებს და ცდილობს შეეგუოს მათ არაპროგნოზირებადობას, რასაც თავად ბოლომდე ვერ ხსნის.

„ახლა უფრო მშვიდად ვართ, რადგან მუდმივად ველით, რომ მოხდება არაპროგნოზირებადი მოვლენები, და ვიღებთ ყველაფერს როგორც არის - ვიმარაგებთ მოთმინებით, ვინარჩუნებთ სიმშვიდეს და კონცენტრაციას,“  - აღნიშნა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული პირები საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ
2026 წლის დასაწყისი რეკორდული გახდა ზღვაში დაღუპული მიგრანტების რაოდენობით
თამარ მემანიშვილი: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის პროცესს 2026 წლის აპრილის დასაწყისში გახსნის
კიევი ევროკავშირს „დრუჟბას“ ნავთობსადენის შეკეთების დაფინანსებას დათანხმდა
პაპუაშვილი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს: როდესაც მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი რატომ დგებით უცხოელების მხარეს და არა თქვენი ქვეყნის მხარეს?
არქივი