კიევი ევროკავშირს „დრუჟბას“ ნავთობსადენის შეკეთების დაფინანსებას დათანხმდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 17 მარტი 2026, 16:22

ევროკავშირმა უკრაინას შესთავაზა „დრუჟბას“ ნავთობსადენის შეკეთების დაფინანსება, რათა კვლავ აღდგეს რუსეთის ნავთობის მიწოდება უნგრეთსა და სლოვაკეთში. კიევი ამ წინადადებას დათანხმდა.

ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის თავმჯდომარის ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს თავმჯდომარის ანტონიო კოსტას ერთობლივ განცხადებაში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მათ ჩაატარეს „ინტენსიური მოლაპარაკებები წევრ სახელმწიფოებთან და უკრაინასთან ყველა დონეზე, რათა აღდგეს ნავთობის მიწოდება უნგრეთსა და სლოვაკეთში.“

„დრუჟბას“ - რუსეთის ნავთობის ექსპორტის მთავარი არხის - შეკეთების ფინანსური დახმარების გარდა, ევროკავშირმა უკრაინას ტექნიკური მხარდაჭერაც შესთავაზა.

„უკრაინულმა მხარემ ეს წინადადება მიესალმა და მიიღო. ევროპელი ექსპერტები მზად არიან დაუყოვნებლივ დაიწყონ მუშაობა,“ - ნათქვამია განცხადებაში.

რუსული ნავთობის მიწოდება უნგრეთსა და სლოვაკეთში „დრუჟბას“ მეშვეობით შეწყდა 27 იანვარს.

უკრაინის ხელისუფლება დაზიანებას ხსნის რუსული დრონის დარტყმით,
ხოლო ბუდაპეშტი და ბრატისლავა კიევს ადანაშაულებენ, რომ მიწოდება პოლიტიკურ მიზეზებს შეეწირა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული პირები საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ
2026 წლის დასაწყისი რეკორდული გახდა ზღვაში დაღუპული მიგრანტების რაოდენობით
თამარ მემანიშვილი: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის პროცესს 2026 წლის აპრილის დასაწყისში გახსნის
ენერგეტიკაზე ფასების ზრდის მიუხედავად კალასი რუსეთთნ შეთანხმების დადების წინააღმდეგია
პაპუაშვილი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს: როდესაც მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი რატომ დგებით უცხოელების მხარეს და არა თქვენი ქვეყნის მხარეს?
არქივი