თამარ მემანიშვილი: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის პროცესს 2026 წლის აპრილის დასაწყისში გახსნის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 17 მარტი 2026, 16:35

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის პროცესს 2026 წლის აპრილის დასაწყისში გახსნის, რომელიც 1 თვის მანძილზე გაგრძელდება - აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა „იმედის დღის“ ეთერში განაცხადა.

უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2026–2027 სასწავლო წლისათვის საგანმანათლებლო პროგრამები და პროგრამებზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა განისაზღვრა. შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის პროგრამების შესახებ ინფორმაციის ელექტრონულ ბაზაში ასახვის ვადები, წინა წლებთან შედარებით, განსხვავებულია, რომელმაც გავლენა იქონია ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის ვადებზე.

მიუხედავად რეგისტრაციის ვადების ცვლილებისა, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების საერთო კალენდარი უცვლელი რჩება და გამოცდები, ტრადიციულად, ივლისის თვეში ჩატარდება.

თამარ მემანიშვილის თქმით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი რეგისტრაციის დაწყებამდე ცნობარს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნებს, რომელშიც მოცემული იქნება, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო უმაღლესი დაწესებულების, ასევე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების და განსაზღვრული ადგილების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია.

„რეფორმის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება - ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის პრინციპით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა პროგრამები და ადგილების რაოდენობა. აბიტურიენტებისათვის განკუთვნილი ცნობარი, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოაქვეყნებს, იქმნება უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის საფუძველზე“, - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი