იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული პირები საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
„იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, 2026 წლის 12 მარტს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირებს, ტყიბულის მერიის მომართვის საფუძველზე, შეუძლიათ ერთჯერადად უფასოდ მიიღონ:
- პირადობის ელექტრონული მოწმობა (იმავე დღეს);
- საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი (თუ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დაზარალებულ პირს 12 მარტისთვის უფიქსირდებოდა მოქმედი ბიომეტრიული პასპორტის ფლობა);
- სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, მათ შორის, დაბადებისა და ქორწინების განმეორებითი მოწმობები.
სტიქიით დაზარალებული მოქალაქეები ასევე გათავისუფლდებიან მომსახურების საფასურისაგან, თუ დოკუმენტების გაცემისას საჭირო გახდება სამოქალაქო აქტების ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანა“.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |