ვლადიმერ ბოჟაძე ბრიუსელის რიტორიკაზე: ასეთი რიტორიკის ამოცანა არის ერთადერთი, რომ რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდეს რაიმე სალაპარაკო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 17 მარტი 2026, 18:05

მკაცრი განცხადებების მიუხედავად, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ევროკავშირი ქმედითი ნაბიჯების ნაცვლად, კვლავ მსჯელობის რეჟიმში რჩება.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის, ვლადიმერ ბოჟაძის შეფასებით, ამგვარი რიტორიკა და განცხადებები ქართული რადიკალური ოპოზიციისთვის მაშველი რგოლია.

„ასეთი რიტორიკის ამოცანა არის ერთადერთი, რომ რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდეს რაიმე სალაპარაკო და როგორც წესი, ასეთი განცხადებები ერთგვარი მაშველი რგოლია რადიკალური ოპოზიციისთვის. რაც შეეხება ქმედებებს, იცით, რომ მაგალითად, დიპლომატიურ პასპორტებთან მიმართებაში არაერთხელ ითქვა ეს ყველაფერი, თუმცა, ამასაც აქვს ის მიზეზი - რომ როგორმე მოხდეს ხელისუფლებაზე ზეწოლა. თუმცა, იცით, რომ საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს პარლამენტის წევრები არ ვაპირებთ, შევცვალოთ ის კანონმდებლობა, რომელიც ქართველი ხალხის დავალებით მიიღო პარლამენტმა. სამწუხაროდ, ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მანამ, ვიდრე არ დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი, ისევე როგორც ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების დაცვას“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტრამპი: ნატოს წევრი ქვეყნების დახმარება აღარ გვჭირდება და არც გვსურს, არც არასდროს გვჭირდებოდა - ჩვენ არავის დახმარება არ გვჭირდება
მაკრონი უარს ამბობს არსებულ კონტექსტში ჰორმუზის სრუტეში დაგეგმილ ოპერაციებში მონაწილეობაზე
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ჩვენ ძირს ვუთხრით ირანულ რეჟიმს იმ იმედით, რომ ადამიანებს მისი დამხობის შესაძლებლობა მიეცემათ
იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული პირები საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ
2026 წლის დასაწყისი რეკორდული გახდა ზღვაში დაღუპული მიგრანტების რაოდენობით
არქივი