12
17 მარტი 2026, 19:24
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის პოზიცია ახლო აღმოსავლეთის ომთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქვეყანას „ეს ომი არ აურჩევია“.
„ჩვენ მასში მონაწილეობას არ ვიღებთ და გვიჭირავს თავდაცვითი პოზიცია ჩვენი მოქალაქეების დასაცავად და მოკავშირეების მხარდასაჭერად“, - განაცხადა მან.
ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი „არსებულ კონტექსტში არასდროს მიიღებს მონაწილეობას ჰორმუზის სრუტის გახსნის ან გათავისუფლების ოპერაციებში“.
მიუხედავად ამისა, პრეზიდენტს სურს „რეგიონში ნაოსნობის თავისუფლებისა და საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა“.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |