ტრამპი: ნატოს წევრი ქვეყნების დახმარება აღარ გვჭირდება და არც გვსურს, არც არასდროს გვჭირდებოდა - ჩვენ არავის დახმარება არ გვჭირდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 17 მარტი 2026, 20:07

ჩვენი ნატოელი „მოკავშირეების“ უმეტესობამ აშშ-ს აცნობა, რომ მათ არ სურთ ჩაერთონ ჩვენს სამხედრო ოპერაციაში ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ეს ხდება იმის მიუხედავად, რომ თითქმის ყველა ქვეყანა მკაცრად დაეთანხმა იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და იმასაც, რომ ირანს არავითარ შემთხვევაში, არცერთი ფორმით არ უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება.

„თუმცა, მათი ქმედება არ მიკვირს, რადგან ნატოს - სადაც ჩვენ ყოველწლიურად ასობით მილიარდ დოლარს ვხარჯავთ სწორედ ამ ქვეყნების დასაცავად - ყოველთვის ცალმხრივი მოძრაობის ქუჩად მივიჩნევდი. ჩვენ მათ დავიცავთ, მაგრამ ისინი ჩვენთვის არაფერს გააკეთებენ, განსაკუთრებით საჭიროების ჟამს. საბედნიეროდ, ჩვენ ირანის სამხედრო ძალა გავანადგურეთ - მათი ფლოტი აღარ არსებობს, მათი სამხედრო-საჰაერო ძალები აღარ არსებობს, მათი საჰაერო თავდაცვა და რადარები აღარ არსებობს და რაც, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანია, მათი ლიდერები, ფაქტობრივად ყველა დონეზე, აღარ არიან, რათა კვლავ დაემუქრონ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ახლოაღმოსავლელ მოკავშირეებს ან მსოფლიოს! იმის გამო, რომ ჩვენ ასეთ სამხედრო წარმატებას მივაღწიეთ, ნატოს წევრი ქვეყნების დახმარება აღარ გვჭირდება და არც გვსურს - არც არასდროს გვჭირდებოდა! იგივე ეხება იაპონიას, ავსტრალიასა თუ სამხრეთ კორეას. ფაქტობრივად, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების - მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყნის - პრეზიდენტი, ვამბობ: ჩვენ არავის დახმარება არ გვჭირდება!“ - დასძინა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ხუნდაძე ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“: ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად ჩამოგვიყალიბდა იმუნიტეტი ასეთ დასკვნებზე და ცხელი ბომბების ცვენას, ჯობია ასეთ შემოტევებს გავუძლოთ
დიმიტრი ხუნდაძე: ერთი კომპრომისი ვიხილეთ, რაზეც პრემიერს მადლობა გადავუხადე, თუმცა ამ კომპრომისში მე ვერ ვნახე ის გასაღები, რაც მოიტანს სასურველ შედეგს — ავტოპარკის გაუმჯობესებას და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას
ტრამპი: ნატოს წევრობა ნამდვილად არის ის საკითხი, რომელზეც უნდა დავფიქრდეთ
დიმიტრი ხუნდაძე: დღეს, პარლამენტს აქვს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და ლეგიტიმაცია
მაკრონი უარს ამბობს არსებულ კონტექსტში ჰორმუზის სრუტეში დაგეგმილ ოპერაციებში მონაწილეობაზე
არქივი