დიმიტრი ხუნდაძე: დღეს, პარლამენტს აქვს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და ლეგიტიმაცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 17 მარტი 2026, 20:50
პარლამენტის საქმიანობასა და მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებზე ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ  დიმიტრი ხუნდაძემ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენებაზე გააკეთა კომენტარი. მისი განცხადებით, პარლამენტი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და მაღალი ლეგიტიმაციით სარგებლობს.

„პარლამენტი არჩეულია ქართული საზოგადოების მიერ, რაც მის მაღალ ლეგიტიმაციას განაპირობებს,“ — აღნიშნა დეპუტატმა და განმარტა, რომ საკანონმდებლო ორგანოში დაბალანსებულად არის წარმოდგენილი ოპოზიციაც.
მისივე თქმით, გიორგი გახარიას პარტია პარლამენტში „გაურკვეველი და გზას აცდენილი“ პოზიციით არის წარმოდგენილი.

„დღეს პარლამენტს აქვს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი — კანონებს იღებს ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევს. პარლამენტი არჩეულია ქართული საზოგადოების მიერ, რაც, რა თქმა უნდა, მის მაღალ ლეგიტიმაციასაც განაპირობებს. ასევე, პარლამენტში წარმოდგენილია ოპოზიცია.

პარლამენტის თავმჯდომარემ სწორად აღნიშნა გახარიას პარტიის გაურკვეველი, გზას აცდენილი შემოსვლა პარლამენტში, რადგან თავდაპირველად ისინი გარედან ცდილობდნენ პარლამენტის დისკრედიტაციას, შემდეგ კი თავადვე შევიდნენ პარლამენტში და ახლა მათივე თქმით, არალეგიტიმურ პარლამენტში მუშაობენ — თუ ამას მუშაობა ჰქვია.

არაუშავს, იყვნენ — ისმოდეს მათი ხმაც, საზოგადოება მათ უკეთ გაიცნობს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა რეგლამენტის ახალ ცვლილებებზე, რაც ითვალისწინებს, რომ პრემიერ-მინისტრი პარლამენტს უფრო ხშირად ეწვევა, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს კანონპროექტების განხილვა და ეს პროცესი, ზოგადად, დინამიკურ რეჟიმში ვითარდება, მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემმა გუნდმა — „ხალხის ძალამ“ — კონკრეტულ კანონპროექტს მხარი არ დავუჭირეთ, ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსირეთ. გარკვეულწილად მივაღწიეთ შედეგსაც, თუმცა სრულად — ვერა,"—განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გარდაიცვალა
მეუფე შიო: მიჭირს იმის თქმა, რაც უნდა მოგახსენოთ. ამ რამდენიმე წუთის წინ განისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ
ხუნდაძე ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“: ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად ჩამოგვიყალიბდა იმუნიტეტი ასეთ დასკვნებზე და ცხელი ბომბების ცვენას, ჯობია ასეთ შემოტევებს გავუძლოთ
დიმიტრი ხუნდაძე: ერთი კომპრომისი ვიხილეთ, რაზეც პრემიერს მადლობა გადავუხადე, თუმცა ამ კომპრომისში მე ვერ ვნახე ის გასაღები, რაც მოიტანს სასურველ შედეგს — ავტოპარკის გაუმჯობესებას და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას
ტრამპი: ნატოს წევრობა ნამდვილად არის ის საკითხი, რომელზეც უნდა დავფიქრდეთ
არქივი