დიმიტრი ხუნდაძე: ერთი კომპრომისი ვიხილეთ, რაზეც პრემიერს მადლობა გადავუხადე, თუმცა ამ კომპრომისში მე ვერ ვნახე ის გასაღები, რაც მოიტანს სასურველ შედეგს — ავტოპარკის გაუმჯობესებას და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
68 17 მარტი 2026, 21:10
ავტოპარკის რეგულაციებსა და მათ შესაძლო ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ეფექტებზე ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომატემ დიმიტრი ხუნდაძემ. მისი განცხადებით, მიუხედავად გარკვეული კომპრომისისა, წარმოდგენილი ინიციატივები სასურველ შედეგს სრულად ვერ უზრუნველყოფს.

„გარემო უნდა გავაჯანსაღოთ, თუმცა არა ისე, რომ მივიღოთ არა სასურველი, არამედ უკუშედეგი“ — აღნიშნა დეპუტატმა და ყურადღება გაამახვილა რეგულაციების ხარვეზებსა და შესაძლო რისკებზე. 

„ერთი კომპრომისი ვიხილეთ ამ კანონთან დაკავშირებით, რაზეც პრემიერს მადლობა გადავუხადე, თუმცა ამ კომპრომისში მე ვერ ვნახე ის გასაღები, რაც მოიტანს სასურველ შედეგს — ავტოპარკის გაუმჯობესება დინამიურად და რეალისტურად რომ მოხდეს. ასევე, გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც მოქალაქეების ჯანმრთელობას დააზღვევს. მაგალითად, ინიციატივა ძირითადად მსუბუქ ავტომობილებს ეხება, მაშინ როცა მაღალი ცვეთადობით გამორჩეული სპეცტექნიკა და სატვირთო მანქანები, რომლებიც მეტად აბინძურებს გარემოს, რეგულაციების მიღმა რჩება. ასევე ვხედავ რისკებს, რომ შესაძლოა იმპორტირდეს შედარებით ახალი, მაგრამ მძიმედ დაზიანებული ავტომობილები. ვიცით შემთხვევები, როდესაც 2-3-4 მანქანიდან ერთს აწყობენ — ასეთი ავტომობილი ვერ იქნება უსაფრთხო. 

ამ საკითხს სჭირდება გრძელვადიანი პროგნოზირება და ეკონომიკური გავლენის შეფასება, რაც, ჩემი აზრით, სათანადოდ არ არის გაკეთებული. ამ სექტორში ჩართულია უამრავი ადამიანი — ავტოინდუსტრიასა და მის მომიჯნავე დარგებში დასაქმებულია დაახლოებით 255 ათასი მოქალაქე. 

ასევე, საბიუჯეტო შემოსავლები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამ სფეროზე, რადგან მილიარდები ბრუნავს ამ ინდუსტრიაში. გარემო უნდა გავაჯანსაღოთ, თუმცა არა ისე, რომ მივიღოთ არა სასურველი, არამედ უკუშედეგი,"—განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი