ხუნდაძე ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“: ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად ჩამოგვიყალიბდა იმუნიტეტი ასეთ დასკვნებზე და ცხელი ბომბების ცვენას, ჯობია ასეთ შემოტევებს გავუძლოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 17 მარტი 2026, 21:56
„ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს მსგავსი შემოტევები და შესაძლოა კიდევ მოიფიქრონ ახალი რამ,“ -  განაცხადა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ეუთოს მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის კომენტირებისას. 

როგორც ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქართველ ხალხს ახსოვს არაერთი შემოტევა ევრობიურიკრატების მხრიდან, რომლებიც ქვეყანას არ პატიობენ დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს. ეუთოს დასკვნა, მისი თქმით, ერთერთი მორიგი შემოტევის მაგალითია. 

„ეს არ იყო პირველი და გასაკვირი დასკვნა. ჩვენ ასეთი ანგარიშები ბევრი ვიხილეთ ბოლო წლების განმავლობაში, განსკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, როცა მსოფლიოში პოლიტიკური ვითარება დაიძაბა. იყო ომში საქართველოს ჩართულობის ძალიან მაღალი შანსი და სურვილი იმის, რომ საქართველოს მონაწილეობა მიეღო ამ ცხელ პროცესებში. როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ამაზე უარი განაცხადა, დაიწყო აქტიური შემოტევა. გახსოვთ ალბათ, 5 რევოლუციის და „მაიდნის“ მოწყობის მცდელობა, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებისას ატეხილი ერთი ამბავი, რომ თითქოს გამჭვირვალობას გაუმჭვირვალობა სჯობია. არადა, ერთ-ერთ მაღალი ევროპული სტანდარტია გამჭვირვალობა. მათ კი, ამერიკული კანონი რუსულად მონათლეს. ძალიან  ბევრი შემოტევა იყო. მათ შორის, ევროპა გსურს თუ არა და უცებ სცენაზე გამოიყვანეს მსხვილად დაფინანსებული არასამთავრობო სექტორი. 

სწორედ ამიტომ, დააზღვია პროცესები ხელისუფლებამ და ჩვენი, „ხალხის ძალის“ ინიციატივაც იყო, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი შემოგვეტანა. ამას მოჰყვა გრანტების შესახებ კანონი. ეს, რა თქმა უნდა, მტკივნეული იყო ლიბერალებისათვის. ისინი ნელ-ნელა კარგავენ ინსტრუმენტს იმისა, რომ საქართველოს მოუტანონ ზიანი. ევრობიუროკრატები საქართველოს საზოგადოებას არ პატიობენ სურვილს, რომ ჩვენ როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ჩვენი ხვალინდელი დღე თავად განვსაზღვროთ და გადაწყვეტილებები ჩვენვე მივიღოთ. მანამდე  მიჩვეულები ვიყავით, რომ გადაწყვეტილებები არა ქვეყნის შიგნით, არამედ საზღვრებს გარეთ იწერებოდა. ბევრი გადაწყვეტილება ჯერ გარეთ თანხმდებოდა და შემდეგ შიგნით ხდებოდა მათი გაჟღერება. 

ევრობიუროკრატებმა ბოლო პერიოდში შანტაჟის მექანიზმად გააქტიურეს ვიზალობერალიზაციის საკითხი და საზოგადოებას ვიზების გაუქმებით დაემუქრნენ. ახლა მოძებნეს კიდევ ერთი ახალი თემა, ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი“, რომელიც შემოტევის ახალი ინსტრუმენტი გახდა. მისმა ავტორმა, კარგად ვიცით, რომ  2 დღეში დაწერა დასკვნა, რომელშიც საქართველოში გამართული შეხვედრების დროს გაჟღერებული არგუმენტები არსად მოუხსენიებია და ის მხოლოდ ოპოზიციის და რადიკალური არასამთავრობოების მიერ წინასწარ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ააგო. რა თქმა უნდა, აქ ყველაფერი ღიაა და ეჭვსაც არ იწვევს არაფერი, მითუმეტეს, რომ ავტორი არის პოლონეთის მთავრობასთან დაახლოებული  პირი. გვახსოვს არაერთი განცხადება და ქმედება პოლონეთის ხელისუფლების მხრიდან, როცა სააკაშვილის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟში მათ მიერ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის პირდაპირ მხარდაჭერა ხდებოდა, როგორც სიტყვიერად ასევე ქმედებით. მაგალითისათვის  საკმარისია ისიც, რომ ისინი ცდილობდნენ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალა წინდებით გაეტანათ ქვეყნიდან და მათთვის სასურველი შედეგი შემდეგ თითქოს დადასტურებული სახით წარმოედგინათ ქვეყნისთვის. 

ამგვარი რამ მოხდა ამ დოკუმენტთან დაკავშირებითაც. ასე რომ, ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს მსგავსი შემოტევები და შესაძლოა კიდევ მოიფიქრონ ახალი რამ. მაგრამ მთავარია, ჩვენ ჩამოგვიყალიბდა იმუნიტეტი და გადაწყვეტილებებს საზოგადოებასთან ერთად ვიღებთ ისე, რომ უპირატეს არჩევანს ვაკეთებთ ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოებაზე, ჩვენს სუვერენიტეტზე. მართალია ჩვენ არ გვპატიობენ ამ ხარისხის დამოუკიდებლობას და რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობოების სახით საკუთარ წარმომადგენლობას ხშირად აჟღერებინებენ პოზიციას, რომ მათ სურთ დამოკიდებულება და არა დამოუკიდებლობა. ბოლო პერიოდში ოპოზიციის დირიჟორობით ჩატარებული არაერთი თავყრილობა გვახსოვს და მანამდე თუ მთავარ პოლიტიკურ მოედანზე ყოველთვის ჟღერდა საქართველოს  დამოუკიდებლობის მოთხოვნა, ისინი პირიქით -  დამოკიდებულებას ითხოვდნენ. ამბობდნენ, რომ კუბილიუსმა ეს განაცხადა, ბრიუსელმა ეს  მოითხოვა, ახლა ეუთომ ასეთი დასკვნა შემოიტანა, მაგრამ არაუშავს, გავუძლებთ - ცხელი ბომბების ცვენას, ჯობია ასეთ შემოტევებს გავუძლოთ,“ -  განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გარდაიცვალა
მეუფე შიო: მიჭირს იმის თქმა, რაც უნდა მოგახსენოთ. ამ რამდენიმე წუთის წინ განისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ
დიმიტრი ხუნდაძე: ერთი კომპრომისი ვიხილეთ, რაზეც პრემიერს მადლობა გადავუხადე, თუმცა ამ კომპრომისში მე ვერ ვნახე ის გასაღები, რაც მოიტანს სასურველ შედეგს — ავტოპარკის გაუმჯობესებას და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას
ტრამპი: ნატოს წევრობა ნამდვილად არის ის საკითხი, რომელზეც უნდა დავფიქრდეთ
დიმიტრი ხუნდაძე: დღეს, პარლამენტს აქვს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და ლეგიტიმაცია
არქივი