პრემიერი: უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას. ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენის საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 18 მარტი 2026, 14:40

უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას. ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია, - აღნიშნულია ირაკლი კობახიძის განცხადებაში. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ პატრიარქის ღვაწლი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ფასდაუდებელია.

„მისი გარდაცვალებით დასრულდა უდიდესი ეპოქა ჩვენი დედაეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ისტორიაში. უწმინდესის მწყემსმთავრობის პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს, გარდამტეხ წლებს დაემთხვა. ამ ისტორიულ გზაზე იგი მუდმივად რჩებოდა ერის სულიერ წინამძღვრად და ერთიანობის სიმბოლოდ. პატრიარქმა საკუთარი სიბრძნით, მოყვასისადმი სიყვარულით, უსაზღვრო მოთმინებითა და მიტევების უნარით შეძლო ჩვენს გულებში რწმენის განმტკიცება.

უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას. ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია. უფლის, სამშობლოსა და ადამიანისადმი უანგარო მსახურებით მან სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის უდიდეს მოღვაწეთა შორის.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას, წმინდა სინოდს, მღვდელმთავრებს, მრევლს და თითოეულ თანამოქალაქეს. ჩვენი და ყველა მომავალი თაობის ვალია, ღირსეულად გავუფრთხილდეთ ჩვენი სულიერი მამის უდიდეს მემკვიდრეობას. საუკუნოდ იყოს მისი ხსენება“, - აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზელენსკი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო, უკრაინა რაკეტების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება
მერცი - ირანში ომი არავისთვისაა სასარგებლო, ის ყველას ზიანს აყენებს, არ ვარ დარწმუნებული, რომ ირანთან დაკავშირებით დემოკრატიული ცვლილებების გეგმა არსებობს
ვიქტორ ორბანი - გლობალური ლიბერალური ეპოქა დასრულდა, ახლა ყალიბდება ლოკალური პატრიოტული წესრიგი
ილია მეორის გარდაცვალების გამო მარნეულის მუნიციპალიტეტმა „ნოვრუზ ბაირამთან“ და „რამაზან ბაირამთან“ დაკავშირებული ყველა ღონისძიება გააუქმა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ
არქივი